ვახტანგ მაისურაძე - ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის რესურსი გააჩნია

ვახტანგ მაისურაძე - ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის რესურსი გააჩნია

access_time2021-09-14 14:10:00

,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რეგიონების თანაბარი განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2012 წლიდან რეგიონებში ხელისუფლებამ სხვადასხვა მიმართულებით უდიდესი ინვესტიცია ჩადო, ხელი შეუწყო დეცენტრალიზაციას და ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერებას. განხორციელდა არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, სახელმწიფო პროგრამები დღითიდღე უფრო ხელმისაწვდომი ხდება - განაცხადა ,,ქართული ოცნების“ კასპის მერობის კანდიდატმა ვახტანგ მაისურაძემ წარდგენაზე.



მერობის კანდიდატის თქმით, კასპის მუნიციპალიტეტის პოტენციალის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს ტურიზმის სფერო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.



,,ჩვენი რეგიონი მდიდარია სოფლის მეურნეობის კუთხით, შესაბამისად ხელი უნდა შევუწყოთ ფერმერული მეურნეობის განვითარებას. კასპის მუნიციპალიტეტში უამრავი ისტორიული-კულტურული მნიშვნელობის ძეგლია, რომელიც ტურისტების დიდი ინტერესს იწვევს, იმ პოტენციალის გათვალისწინებით რაც ჩვენს მუნიციპალიტეტს გააჩნია, კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს ტურიზმის სფერო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების დასაქმება, განათლება, ჯანსაღი ცხოვრების წესზე ზრუნვა. მე ამ რაიონის მკვიდრი ვარ, მიმუშავია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პოზიციაზე და კარგად ვიცი, ჩვენი ქალაქის, მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები, - მათი გადაჭრის გზები. მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მომავალშიც გაგრძელდება გზების რეაბილიტაცია, სასმელი და სარწყავი წყლების სისტემები მოწესრიგება. სკოლების, სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. დიდი ყურადღება მიექცევა ეკოლოგიის მიმართულებას. კარგად მესმის მრავალი გამოწვევა გვაქვს დასაძლევი, მაგრამ ჩვენ ვართ კომპეტენტური, ერთიანი, ძლიერი გუნდი. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე, არსებული პრობლემების, გამოწვევების გადაჭრის რესურსი გააჩნია“ - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ წარდგენისას.




მერობის კანდიდატმა კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან: თამაზ ტატანაშვილი, მეგი თათრიშვილი, ლევან გახელაძე, ბადრი ჯანიაშვილი, მაია კაციაშვილი, შოთა ბეგლარაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, ნუკრი მიდელაშვილი, ალვერ შუკაკიძე, ქიტესა ხოდელი.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up