ვახტანგ მეგრელიშვილი - პირველი შემთხვევაა, როცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი საკუთარ პარტიას რადიკალურად დაუპირისპირდა

ვახტანგ მეგრელიშვილი - პირველი შემთხვევაა, როცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი საკუთარ პარტიას რადიკალურად დაუპირისპირდა

access_time2021-09-03 15:30:00

პირველი შემთხვევაა, როცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი საკუთარ პარტიას რადიკალურად დაუპირისპირდა, რაც მანიშნებელია იმის, რომ „ქართული ოცნება“ გუნდის ფარგლებში ვერ ახერხებს დაარწმუნოს საკუთარი პოლიტიკური ფიგურები, რომ მათი გადაწყვეტილებები სწორია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.



როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი თავად მასპინძლობდა შარლ მიშელს და როცა შემდეგში შეხვდება, იგრძნობს პასუხისმგებლობას ჩაშლილი პროცესზე, რომელიც არ იქნება კარგი ჩანაწერი ევროკავშირის პრეზიდენტის ბიოგრაფიაში.



„საქართველოში ინსტიტუტები დამოუკიდებლები არ არიან და ზუსტად ამიტომ გვიკვირს, რომ ეს არადამოუკიდებელი ინსტიტუტის წარმომადგენელი რაღაც მომენტში არასტანდარტულად იქცევა. რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე სესხის თაობაზე „ქართული ოცნების“ პოზიცია საჯარო გახდებოდა, ოპოზიცია შეკრებილი ვიყავით ევროკავშირის წარმომადგენლობაში და იქ ბრიუსელიდან შარლ მიშელის წარმომადგენელთან ვისაუბრეთ. ჩვენ ამის შესახებ ვიცოდით. მაშინ კომენტარებიც გავაკეთე, მაგრამ ჟურნალისტებმა ყურადღება დიდად არ მომაქციეთ. რეალურად, საქართველოს მთავრობას სესხზე უარი არ უთქვამს, საუბარი იყო იმაზე, რომ ევროკავშირმა ფაქტობრივად წინასწარ გვითხრა, რომ საქართველოს მთავრობას შესრულებული არ აქვს ვალდებულებები და ამის შეუსრულებლობა ნიშნავს ამ ტრანშის გაჩერებას, რომ სხვანაირად არ იყოს გაგებულიო. მთავრობამ შიდა პოლიტიკური ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე მარტივი „გაპრავება“ მოიფიქრა, რომ ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი აქვთ ზრდა აქვს და უარი თქვა 300 მილიონზე“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.




საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სესხზე უარის თქმის შესახებ გუშინ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, სესხზე გაცხადებული უარი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად მისთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, გაუგებარია, რა განაპირობებს, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული. ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, როდესაც მოქალაქეებს ჰპირდებიან „მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში“, ევროპელ პარტნიორებს კი 2024 წლისთვის კანდიდატურის განაცხადის შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია პარტნიორების სრული ნდობის შენარჩუნება.



გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ყველაფერს იღონებს, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ, დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც ექვსი თვე ძირს უთხრიდა, ვერ შეძლოს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება“.



1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up