ვახუშტი მენაბდე: ჩვენ არ გვინდა მუდმივ ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია ვნახოთ, იმედი გვაქვს, მედიაციის მეორე ფაზა წარმატებით დასრულდება

ვახუშტი მენაბდე: ჩვენ არ გვინდა მუდმივ ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია ვნახოთ, იმედი გვაქვს, მედიაციის მეორე ფაზა წარმატებით დასრულდება

access_time2021-03-24 01:20:00

ჩვენ არ გვინდა მუდმივ ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია ვნახოთ. იმედი გვაქვს, რომ მედიაციის მეორე ფაზა წარმატებით დასრულდება, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.


მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესში პოლიტიკური პარტიების უმეტესობა ცდილობს, ამომრჩეველს თავისი შეუვალობა დაანახოს.


„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ენთუზიაზმს პოლიტიკურ პარტიებს შორის დაიხიონ უკან და მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც ქვეყანას სტაბილიზაციისკენ წაიყვანს. იმის მიუხედავად, თუ რა ხდებოდა მედიაციის პროცესში, პოლიტიკური აქტორების ძირითადი უმრავლესობა ორიენტირებულია იმაზე, რომ ამომრჩეველს თავისი შეუვალობა დაანახოს“, - განაცხადა მენაბდემ.



მისივე თქმით, აღნიშნული ამომრჩეველთან კომუნიკაციის საუკეთესო სტრატეგია არ იყო, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს სურს პოლიტიკური პარტიები უფრო ორიენტირებული იყვნენ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრაზე.


„პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა კონსენსუსს ეფუძნება. თუ პოლიტიკური მხარეები არ შეთანხმდნენ, რომ ახლა საჭიროა თვისობრივ საკითხებზე მსჯელობა და სხვადასხვა პოლიტიკური საკითხის განხილვა, იქნება ეს ეკონომიკა, სოციალური თუ საგარეო პოლიტიკა. თუ ამ საკითხებზე არ მოხდა მსჯელობა, მაშინ საუბარი რაიმეზე ძნელია. არ მინდა, ვიყო განწყობილი უიმედოდ, რომ რომელიმე რადიკალურად განწყობილი პოლიტიკური ძალა ქვას ააგდებს და თავს შეუშვერს, ბოლომდე ასე დარჩება. ამ ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილს არ სურს, იხილოს პარლამენტი ამომრჩევლის განწყობის გარეშე. ჩვენ არ გვინდა, ვნახოთ პარლამენტი, სადაც უმრავლესობა უმცირესობის ხელების გადაგრეხვითაა დაკავებული; ჩვენ არ გვინდა მუდმივ ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია ვნახოთ. იმედი გვაქვს, რომ მედიაციის მეორე ფაზა წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა მენაბდემ.



imedinews.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up