ვახუშტი მენაბდე დანიელსონთან შეხვედრაზე - ვადამდელი არჩევნების მიზანშეწონილობაზე არ გვისაუბრია, ვუთხარით, რომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნებია ერთჯერადი გამოსავალი, ჩვენ გჭირდება უფრო მყარი ქმედებები

ვახუშტი მენაბდე დანიელსონთან შეხვედრაზე - ვადამდელი არჩევნების მიზანშეწონილობაზე არ გვისაუბრია, ვუთხარით, რომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნებია ერთჯერადი გამოსავალი, ჩვენ გჭირდება უფრო მყარი ქმედებები

access_time2021-03-12 16:10:00

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ვადამდელი არჩევნების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ ვადამდელი არჩევნები ერთჯერადი გამოსავალია.


როგორც მენაბდემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საჭიროა უფრო მყარი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მომავალში ქვეყანას პოლარიზაციისგან დააზღვევს.


„ვადამდელი არჩევნების მიზანშეწონილობაზე არ გვისაუბრია. უბრალოდ ვუთხარით ის, რომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნები არის ერთჯერადი გამოსავალი. ჩვენ გჭირდება უფრო მყარი და წინ გახედული ქმედებები, რომელიც მომავალში დაგვაზღვევს იმ პოლარიზაციისგან და პრობლემებისგან, რომელიც დღეს არის - ეს არის ინსტიტუციური რეფორმები უფრო კონსენსუსზე ორიენტირებული სისტემის დასაფუძნებლად“,- განაცხადა მენაბდემ.


ამასთან, მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს პოლარიზაციის პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე.



„ელჩებს და სპეციალურ წარმომადგენელს ვესაუბრე იმ პრობლემების საფუძველზე, რომელიც საქართველოში არსებობს - ეს არის პოლარიზაცია. ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, როგორ შეიძლება გადაიჭრას პოლარიზაცია, ეს არის ოპოზიციის როლის გაზრდა მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნაში, საარჩევნო სისტემის პროპორციული მიმართულებით მოძრაობა, ბუნებრივ ბარიერთან მიახლოებული პროცენტულობით და ეს არის საკითხები, რომელიც ასევე უკავშირდება თვითმმართველობის რეფორმას. ამ ყველაფერმა უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, რომ ეს კრიზისული პოლიტიკური სისტემა, რომელიც დღეს საქართველოშია და 30 წელია იწვევს განუწყვეტელ დაპირისპირებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და ასევე თანამშრომლობის შეუძლებლობას, როგორღაც დასრულდეს და გადავიდეთ ახალ საფეხურზე, სადაც შესაძლებელი იქნება ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა გაინაწილონ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ისე რომ ეს ქვეყანა არ გადაჩეხონ მოუსავლეთში“,- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.


ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.



IPN.GE








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up