ვაზისუბნის 62-ე უბანთან, ნიკა მელია და ბექა დავითულიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ვაზისუბნის 62-ე უბანთან, ნიკა მელია და ბექა დავითულიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

access_time2021-10-30 18:55:59

ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს - ბექა დავითულიანსა და გიორგი ამილახვარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა.

აღნიშნულ უბანზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შუქი ჩაქრა და ადგილზე ნიკა მელია მივიდა.

დაპირისპირება ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის გაგრძელდა. 

ნიკა მელიასთან რამდენიმე ადამიანი ცდილობდა მიახლოებას, იყო სიტყვიერი დაპირისპირება, თუმცა პოლიციამ ისინი ვითარებას განარიდა. როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის საარჩევნო დივერსია. მისი თქმით, შუქს აქრობენ, რადგან ხელისუფლება ბევრ უბანს აგებს.

„ძალიან მშვიდად ვიყოთ, არ ავყვეთ ამათ დაპირისპირებაში. ჩვენ არ ავყევით მათ დაპირისპირებაში და ზიზღის, მტრობის ფრქვევაში. შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს „ქართული ოცნება“ მარცხდება. პარალელურად ხდება ვითომ მოძველბიჭო ელემენტების მობილიზაცია საარჩევნო უბნებთან, სადაც შუქს აქრობენ. გაიგეთ „კანონიერო ქურდებო“, ვითომ ძველო ბიჭებო, თქვენ ვერ იქნებით დომინანტები ამ ქალაქში. ამ ქალაქის მომავალი არის მრავალფეროვანი კოალიციური მართველობა, სადაც თქვენ თქვენი ადგილი გექნებათ, მაგრამ ვერ იქნებით იმ მდგომარეობაში, რომ ხალხი დაჩაგროთ“,-განაცხადა მელიამ.

მოგვიანებით, როცა მელია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, მას მოქალაქემ ზურგიდან ჩაარტყა. აღნიშნულს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.


სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანი ვაზისუბნის ინციდენტის კომენტირებისას ამბობს, რომ ნიკა მელია ადგილზე იმიტომ მივიდა, რომ სურს ისარგებლოს შუქის ჩაქრობით და "ოცნების" მოგებული უბანი გააუქმოს.  დავითულიანი ამტკიცებს, რომ თბილისის მასშტაბით აგებს არჩევნებს.

„მთელ თბილისში აგებს და რა მნიშვნელობა აქვს ერთ უბანზე პროვოკაციის მოწყობას და ჩხუბისკენ გაქაჩვას,“- განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისათვის, ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია გაითიშა, რამაც ხმაური გამოიწვია. ადგილზე მივიდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და მერობის კანდიდატი ნიკა მელია, ასევე ადგილზე იმყოფებიან "ქართული ოცნების" დეპუტატები ბექა დავითულიანი და გიორგი ამილახვარი.

დავითულიანის ინფორმაციით, როგორც მას უთხრეს, შუქი მოკლე ჩართვის გამო ჩაქრა, ხოლო ადგილზე მისული აგრესიული ადამიანები ნიკა მელიას მხარდამჭერები იყვნენ. ჟურნალისტის დაზუსტებაზე, როგორ დაარტყამდნენ მელიას მისივე მხარდამჭერები, დავითულიანი აცხადებს, რომ მასაც დაარტყეს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up