„დღეს წყდება ჩვენი ევროპული მომავალი, საჭიროა პოლიტიკური ვიწრო დღის წესრიგის გვერდზე გადადება“

„დღეს წყდება ჩვენი ევროპული მომავალი, საჭიროა პოლიტიკური ვიწრო დღის წესრიგის გვერდზე გადადება“

access_time2022-07-05 09:00:19

„ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს და უცილებელია მოქმედება. მისასალმებელია, რომ კონკრეტული სამუშაო ჯგუფების შექმნის თაობაზე აქტიურად დაიწყო საუბარი“, - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ ეთერში „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორმა ხათუნა ბურკაძემ ისაუბრა.


ბურკაძის თქმით, ინიციატივა იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ როგორც ხელისუფლება, ისევე ოპოზიცია უნდა ჩაერთოს პროცესში კონსენსუსის  საფუძველზე, ერთობლივად შეძლონ იმ რეფორმების განხორციელება, რომელზეც საუბარია ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ ე.წ.  გზამკვლევში.

 

„ევროკომისიის გზამკვლევს თუ კარგად გავეცნობით, პირველი პუნქტი არის სწორედ პოლარიზაციის დაძლევა, ამისთვის  აუცილებელია  დიალოგი, პროცესში ერთობლივად ჩართვა და  ერთობლივი  ძალისხმევით  გარკვეულ შეთანხმებამდე მისვლა. ამიტომ ეს თითოეულმა მხარემ კარგად  უნდა გააანალიზოს, რადგან დღეს წყდება ჩვენი ევროპული მომავალი, შესაბამისად  ეს მოითხოვს პოლიტიკური ვიწრო დღის წესრიგის გვერდზე გადადებას  და სახელმწიფო ინტერესებიდან  გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღებას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ არა პროცესის საზიანოდ, არამედ პირიქით პროცესის სასარგებლოდ. პროცესის  სასარგებლოდ ნაბიჯების გადადგმა კი, უპირველეს ყოვლისა მოითხოვს იმას, რომ რომ  ჩვენ გადავლახოთ გარკვეული ბარიერები და ამ ბარიერების გადალახვის  შედეგად დავსხდეთ და მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ. 

 

„კომერსანტის“ ეთერში ხათუნა ბურკაძემ მადრიდის NATO-ს სამიტზეც ისაუბრა და კონკრეტულ შედეგზე, რომელიც საქართველოს ეხება — ალიანსის წევრმა ქვეყნებმა საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტიც მიიღეს. ცნობილია, რომ დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებას და ამ პროცესში ალიანსის უფრო ქმედით ჩართულობას კონკრეტული ღონისძიებების სახით, მათ შორის კიბერთავდაცვითი ინსტრუმენტების გაძლიერების, სიტუაციური ანალიზისა და კრიზისებზე ეფექტიანი რეაგირების მიმართულებებით.



„პოლიტიკური ნაწილიც ძალიან საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ NATO-მ სტრატეგიული კონცეფციის თანახმად გააკეთა ძალიან მკაფიო გზავნილი გეოპოლიტიკური  რეალობის  გათვალისწინებით, ალიანსი მაქსიმალურად დაეხმარება პარტნიორ სახელმწიფოებს. სამიტი პოლიტიკურ ნაწილში გვიქმნის იმის  საფუძველს, რომ პროაქტიულად  ევროატლანიკური პერსპექტივის მიმართულებით გადავდგათ მთელი რიგი ნაბიჯები. გარდა ამისა, ეს სამიტი ჩვენთვის  იყო  ნიშანდობლივი არა მხოლოდ  სტრატეგიული კონცეფციის მიღების თვალსაზრისით, არამედ იმ ფაქტით რომ — NATO გაფართოვდა.


შვედეთმა და ფინეთმა  ალიანსისგან მიიღო მიწვევა წევრობაზე (დღეს 5 ივლისს ისინი ხელს მოაწერენ ოფიციალური გაწევრიანების დოკუმენტს. რედ.), ჩვენ ისიც ვიცით, რომ არც  შვედეთს და არც ფინეთს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ ჰქონიათ. ამ პრეცედენტის შექმნა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო  შეიძლება  გახდეს  ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო  გეგმის გარეშეც. საქართველოსთვის ეს კი, არის  კარგი პრეცედენტი, რადგან  ჩვენი NATO- ელი  პარტნიორები  მათ  შორის სკეპტიკოსები დავარწმუნოთ იმაში, რომ საქართველოს  ინტეგრაციის  პროცესი დაჩქარდეს  და გაწევრიანების სამოქმედო  გეგმა  ამ პროცესში  საჭირო  არ არის. მეტიც, საქართველოს პრაქტიკულად ყველა  ინსტრუმენტი გააჩნია წევრობისთვის  — ნატო-საქართველოს კომისია,  განახლებული არსებითი პაკეტი, ასევე წლიური პროგრამა და სხვა, რაც ჩვენ შესაძლებლობას რომ ინტეგრაციის რიგი კრიტერიუმები დავაკმაყოფილოთ. ამიტომ სწორედ ეს გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ,  ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ხათუნა  ბურკაძემ.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up