"კანდიდატის სტატუსის მისაღებად "არა მარტო მისწრაფებებს აქვს მნიშვნელობა, არამედ სტანდარტების დაკმაყოფილებას", - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კითხვარის შევსებას
ჰარცელი ხაზს უსვამს, რომ ეს პროცესი არის “მოცემული შესაძლებლობა” და “საზოგადოებამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს და სრულად იყოს მობილიზებული იმისათვის, რომ შედეგს მიაღწიოს”.
“არ ვიცი რა იქნება ევროკომისიის დასკვნის შედეგი, ან რა რჩევებს მისცემს ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ან რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში წევრობაზე. ის, რაშიც ვარ დარწმუნებული და რაც არის ჩემი მოლოდინი - ეს იქნება ევროკავშირის მხრიდან ამ სამი ქვეყნისათვის იმ გზისა და პოტენციალის ჩვენება, რომელიც უნდა განავითარონ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”,- განაცხადა ჰარცელმა.