საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან სატელეფონო საუბარისას აღვნიშნე, რომ ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპის სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში, ვენდი მორტონი „ტვიტერზე“ წერს.
მისივე თქმით, ყველა პარტია კონსტრუქციულ დიალოგში უნდა ჩაერთოს.
„ყველა პარტია ახლა უნდა ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, რათა განსხვავებები დაძლეული იყოს“, – განაცხადა ვენდი მორტონმა.
1tv.ge