ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებით რეკომენდაციები გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებით რეკომენდაციები გამოაქვეყნა

access_time2022-12-06 17:05:17

საქართველოს პარლამენტი აქვეყნებს ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ერთობლივი მოსაზრების პროექტს „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.


ამ დოკუმენტების შესწავლის თხოვნით საერთაშორისო ინსტიტუტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2022 წლის 10 ოქტომბერს მიმართა წერილობით. საკანონმდებლო ცვლილებების შეტანის ფორმა და შინაარსი მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესისთვის, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ბედს გადაწყვეტს.

 

 

 

საქართველოს პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი

 

დასკვნაში დადებითად არის შეფასებული რამდენიმე ცვლილება, კერძოდ:

 

შემცირებული ბინადრობის ცენზის მოთხოვნა ადგილობრივი არჩევნების კანდიდატებისათვის;

ზომები ქვედა დონის საარჩევნო ორგანოების წევრებისა და მოქალაქეებზე დამკვირვებლების დამოუკიდებლობის გასაზრდელად;

დამატებითი საფუძველი საარჩევნო ხმების ავტომატური გადათვლის მოსათხოვნად და უკეთ მორგებული ვადები საარჩევნო დავების მოგვარების პროცესში;

„მიუხედავად ამ დადებითად ხაზგასასმელი ნაბიჯებისა, ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება იწვევს შეშფოთებას - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

აქვეა ჩამოთვლილი საარჩევნო საკითხები, რომლებიც ჯერჯერობით არაა შესული ცვლილებების პროექტში:

 

საარჩევნო ოლქების დელიმიტაცია;

შემზღუდავი ბინადრობის ცენზის მოთხოვნები საპრეზიდენტო და საპარლამენტო კანდიდატებისათვის და სხვა არასათანადო კრიტერიუმები ამომრჩეველთა და კანდიდატთა დაშვებადობაზე;

დამატებითი ასპექტებს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიმართულებით;

დებულებები ოფიციალური თანამდებობის ბოროტად გამოყენების თაობაზე საარჩევნო კამპანიების მიზნებისათვის;

მაღალი ზღვარი საარჩევნო შემოწირულობებისათვის, რაც გავლენას ახდენს თანასწორი საარჩევნო გარემოს არსებობაზე;

მედია კამპანიების რეგულირების შემდგომი დახვეწა;

ჩარჩოს გაძლიერება საარჩევნო დავების მოსაგვარებლად ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმის უზრუნველსაყოფად;


ხმების გადათვლისა და გაუქმების მექანიზმები;

ამომრჩეველთა დაშინების პრევენციისათვის მიმართული ზომები.

შესაბამისად, ვენეციის კომისია და ODIHR იმეორებენ თავიანთ რეკომენდაციას, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ფართო, სისტემური გადახედვა განხორციელდეს არჩევნებამდე საკმაო ხნით ადრე ინკლუზიური კონსულტაციების პროცესზე დაყრდნობით.

 

 

საკანონმდებლო ცვლილებების შეფასების დოკუმენტი მოიცავს ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსაც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისთვის:

 

 

საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის არსებითად ღია, კონკურენტული და მიღწევებზე დაფუძნებული პროცესი, რომელიც ასახავს კანონმდებლობაში მოცემულ ძირითად პრინცებსა და გარანტიებს.

 

 

პარტიის მიერ დანიშნული წევრებისთვის სტანდარტიზებული ტრენინგ სერტიფიცირების მოთხოვნების გაფართოება და სერტიფიკატების ვადის გასვლის დადგენა იმისთვის, რომ შერჩეულ კანდიდატებს ჰქონდეთ უახლესი ინფორმაციის შესახებ ტრენინგები.

 

 

სამართლებრივი კრიტერიუმებს განმარტება იმაზე, თუ რომელ საარჩევნო უბნებზე იქნება გამოყენებული ელექტრონული საშუალებები.

 

 

სულ ცოტა გარდამავალი პერიოდისთვის მაინც, ამომრჩევლების მაქსიმალური რაოდენობის შენარჩუნება იმ უბნებისთვის, სადაც გამოყენებული იქნება ელექტრონული საშუალებები, როგორც რეგულარული უბნები, ან სულ ცოტა მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს ამომრჩევლების მაქსიმალური რაოდენობა ამ უბნებისთვის. დროულად მოხდეს ამომრჩევლების ინფორმირება, თუ ხდება უბნების შერწყმა ან ამომრჩევლების გადაწერა ახალ საარჩევნო ლოკაციებზე.

კენჭისყრის ახალი ტექნოლოგიებისადმი საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბებისთვის, კონვენციური საშუალებების (ისეთის, როგორიც არის საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის გამოყენება და იმ ამომრჩევლის მარკირება, რომელმაც ბიულეტენი გამოიყენა) შენარჩუნების უზრუნველყოფა იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც გამოიყენება ელექტრონული საშუალებები, და კანონში მკაფიოდ მითითება, რომ ელექტრონულ და ხელით დათვლას შორის განსხვავებების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ხელით დათვლას. მკაფიოდ განმარტება, რომ ტერმინი “ელექტრონული კენჭისყრა და დათვლა”, რომელიც კანონპროექტშია გამოყენებული, ეხება იმ სპეციალურ ქაღალდის ბიულეტენებს, რომლებიც სკანირდება და ითვლება ელექტრონულად და არა ელექტრონული კენჭისყრის მანქანების გამოყენებას.

 

 

ყველა რელევანტური უწყების ძალისხმევის კონსოლიდირება შეზღუდული გადაადგილების მქონე ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ადგილების ადაპტირების მიმართულებით, და უზრუნველყოფა, რომ ადაპტირებული საარჩევნო შენობები ახლოს არის იმ ადგილებთან, რომლებიც ჯერ არ არის ადაპტირებული.



განხილულ იქნეს შეზღუდვების გაფართოება სულ ცოტა ბოლო ორი არჩევნებისთვის პარტიასთან აფილირებულ დამკვირვებლებზე.

 

 

უფრო სრულყოფილი და სისტემატიური რეგულაციის შემოღება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის წინა ერთობლივ მოსაზრებებში გამოთქმული რეკომენდაციების შესაბამისად.

 

 

საარჩევნო კოდექსის 77(2) მუხლის ქვეშ საჩივრებისა და აპელაციების წარდგენისა და განხილვის ვადების მეტად გაფართოება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.



დოკუმენტის შემფასებელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პარლამენტში ამ ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯფუფს სამმა პოლიტიკურმა პარტიამ გამოუცხადა ბოიკოტი საწყის ეტაპზევე, თუმცა, ამ პარტიებმა მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში საკანონმდებლო ცვლილებებზე გამართულ დისკუსიებში. დადებითად არის ასევე შეფასებული ის, რომ ბოიკოტის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა კოლეგებს წარუდგინეს ალტერნატიული კანონპროექტი.

 

 

დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ „სამართლიანი არჩევნების“ პროცესიდან გამორიცხვა, როგორც „მიკერძოებული ორგანიზაციის“, „ზღუდავს საარჩევნო რეფორმის პროცესის ინკლუზიურობას და იწვევს შეშფოთებას ევროკომისიის მეათე პრიორიტეტის გათვალისწინებითაც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყველა დონეზე.“

 

 

 

radiotavisupleba

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up