„ვიდრე გვეყოლება ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი და მისი „თუთიყუშების“ ე.წ. მთავრობა, ამ ქვეყანას პერსპექტივა არ დაუბრუნდება“! - კახა ოქრიაშვილი

„ვიდრე გვეყოლება ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი და მისი „თუთიყუშების“ ე.წ. მთავრობა, ამ ქვეყანას პერსპექტივა არ დაუბრუნდება“! - კახა ოქრიაშვილი

access_time2023-04-18 15:03:43

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ.

         

„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ( International Monetary Fund ) გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უფრო ნაკლებია, ვიდრე მსოფლიო ბანკის (World Bank)  მიერ ნავარაუდევი 4,4%, 2023 წელს ჩვენი ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, ხოლო ინფლაცია  5,9 %-ს  შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხის ჯიბე, უკვე მერამდენე წელია, მინუსშია!

 

საქართველოში ყველაფერი გაძვირდა და ღირს თითქმის იმდენივე, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, პირველადი მოხმარების სურსათი -  უფრო მეტიც კი, ხოლო ხელფასები დოლარსა და ევროში არ გაზრდილა. ამასთან, ე.წ. დასაქმებულთა ნახევარს ანაზღაურება თვეში საშუალოდ



200 $, ან ნაკლები აქვს, რაც საერთოდ ვერ ჩაითვლება შემოსავლად. ამავე პროგნოზით, 2024 წელს, ჩვენი მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) 5%-ით გაიზრდება. შარშან მშპ-ს ზრდა 10 % იყო, რუსული ფულის ერთჯერადი შემოდინების ხარჯზე.  როცა ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება და რუსები საქართველოდან გავლენ, ამ ფულსაც წაიღებენ და ერთჯერად უკუეფექტს უნდა ველოდოთ. ჩვენნაირი ქვეყნისთვის 4-5% -იანი ეკონომიკური ზრდა აბსოლუტურად მიუღებელი და არასაკმარისია.

 

საქართველოს ეკონომიკა უნდა გაიზარდოს 10-15 %-ით ყოველწლიურად. ეს შესაძლებელია?! დიახ, შესაძლებელია. ეკონომიკას ზრდის ბიზნესი და ვიდრე ბიზნესის, ანუ ეკონომიკის მიმართ მტრულად განწყობილი ხელისუფლება გვეყოლება, არაფერი გვეშველება. ბატონი ღარიბაშვილის გუნდი გამოირჩევა განსაკუთრებით მტრული დამოკიდებულებით ბიზნესის, ე.ი. საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის მიმართ. ვიდრე გვეყოლება ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი და მისი „თუთიყუშების“ ე.წ. მთავრობა, ამ ქვეყანას პერსპექტივა არ დაუბრუნდება!

 

მომავალში ავირჩევთ რუსულ ოცნებას ?! ეკონომიკური, ანუ თითოეული ოჯახის შემოსავლის თვალსაზრისით, დავრჩებით იმ ნაგავში, რომელშიც ვართ! “   წერს კახა ოქრიაშვილი.    



NS




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up