ვინ არის ჩამოშლილი, საზოგადოებისთვის ნათელია - კალაძე სააკაშვილის დაჭერაზე

ვინ არის ჩამოშლილი, საზოგადოებისთვის ნათელია - კალაძე სააკაშვილის დაჭერაზე

access_time2021-10-02 13:28:52

ვინ არის ჩამოშლილი მგონი საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნათელია. მიხეილ სააკაშვილი არის საუკეთესო ადგილზე რუსთავში, სადაც მოუწევს პასუხისგება იმ კონკრეტულ ჩადენილ დანაშუალებზე, რომელიც მან ქვეყნის და ხალხის წინაშე ჩაიდინა - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დაკავების სპეცოპერაცია იდეალურად იყო შესრულებული.

„დაელოდეთ ამ პროცესებს, საკმაოდ საინტერესო მოვლენებია. ეს იყო სპეცოპერაცია, შესაბამისმა სამსახურებმა ზუსტად და უკეთ იციან თუ როდის, როგორ უნდა მომხდარიყო აყვანის ოპერაცია. იდეალურად იყო შესრულებული. მადლობა შსს-ს და უშიშროების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, ძალიან მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია ჩატარდა მშვიდობიანად, წყნარად ყოველგვარი პრობლემის გარეშე და ყველა ადამიანს მიუჩინეს საკუთარი ადგილი.

რაც შეეხება იმას ვინ რა იცოდა, შესაძლოა, პარტიის გენერალურმა მდივანმა ბევრი რამ ვიცოდე, მაგრამ არის კონკრეტული სპეცოპერაციები, რომელთან დაკავშირებითაც არანაირი უფლება არ მაქვს საუბრის გაჟღერების. შესაძლოა, რაღაცები არც ვიცოდე და არც უნდა ვიცოდე. ყველაზე მთავარი არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, კრიმინალი და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ბრძანდება რუსთავის საპყრობილეში, სადაც მოუწევს სასჯელის მოხდა“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ გუშინდელი მოვლენების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ჩამოშლილი არიან. თუმცა, კალაძე ამბობს, რომ ამან არ უნდა მოადუნოს სახელისუფლებო გუნდი და საზოგადოება. მან ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული თბილისელისთვის. დღეს თბილისელები მიიღებენ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ქალაქში სურთ ცხოვრება. ორი თვის მანძილზე, ჩვენ თბილისელებს ვაცნობდით ჩვენს ხედვას და გეგმებს იმის შესახებ, თუ რა გაკეთდება თბილისში მომდევნო 4 წლის განმავლობაში, როგორ გალამაზდება ჩვენი ქალაქი, როგორ შევიტანთ მეტ სიცოცხლეს თბილისის ყველა უბანში და ზოგადად, როგორ წარმოგვიდგენია დედაქალაქი მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველა უბნის მიხედვით, ყველა ქუჩის მიხედვით, თუ რა პროექტები იქნება განხორცილებული.


დარწმუნებული ვართ, ჩვენს მიერ 4 წლის მანძილზე გაკეთებული და შემდეგი 4 წლის მანძილზე გასაკეთებელი საქმეები გახდება თბილისში ჩვენი გუნდის გამარჯვების ძალიან მყარი საფუძველი. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ არჩევნებს აქვს სერიოზული პოლიტიკური დატვირთვა.

გვესმის, რომ გუშინდელი მოვლენების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ჩამოშლილი არიან. თუმცა, ამან არ უნდა მოგვცეს მოდუნების საშუალება. დღეს, ჩვენი მაქსიმალური აქტიურობით შეგვიძლია საბოლოოდ დავასრულოთ პოლარიზაცია, სიძულვილი და აგრესია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში. 150 ათასზე მეტმა თბილისელმა უკვე გააკეთა არჩევანი. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის.

ამასთან, საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა არჩევნები დასრულდეს იმ შედეგით, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქის განვითარებას და აღმშენებლობას“,-განაცხადა კალაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up