ვინ არის და რა კომპანიებს ფლობს ნიგერიელი ბიზნესმენი რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ, რომელიც თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

ვინ არის და რა კომპანიებს ფლობს ნიგერიელი ბიზნესმენი რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ, რომელიც თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

access_time2021-08-26 16:30:57

ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიგერიელი ბიზნესმენი, იბოს მეფე, რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ იქნება. იგი პროფესიით თეოლოგია, დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. კარგად ფლობს ქართულ ენას.


საქართველოში მცხოვრებმა ბიზნესმენმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საკუთარი კანდიდატურა პარტიის - “ჩვენი გაერთიანებული საქართველოს” სახელით წარუდგინა. კენჭისყრის შედეგად გამოიკვეთა, რომ “ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ 23-ე ნომრით იქნება წარდგენილი.


რიჩარდ ოგბუნუჯუ საქართველოში დიდი ხნის წინ, ტურისტად ჩამოვიდა და როგორც თვითონ აღნიშნავს, ადგილობრივების განცობის შემდეგ დარჩენა გადაწყვიტა. მას ქართველი მეუღლე ხათუნა და სამი შვილი ჰყავს.


თბილისის მერობის კანდიდატმა, 2011 წლის 2 დეკემბერს შპს WISDOM GATE დააფუძნა, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია.



2013 წლის 13 მარტს OHANEZE NDI IGBO- ს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და წევრი გახდა.


ასევე, ის არის 2017 წლის 3 ნოემბერს დაფუძნებული “ნიგერიის დიასპორა, ევროპა-საქართველოს“ დირექტორი.


Wisdom Gate Agency მომავალ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთაც ცხოვრობენ, მათთან თანამშრომლობის ფარგლებში სასურველ უნივერსიტეტებთან დაკავშირებაში და ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება. Wisdom gate agency საქართველოში, უკრაინაში, თურქეთში, კვიპროსში, რუსეთში და ბელარუსში ოპერირებს.


საქართველოში ჩამოსვლისთანავე რიჩარდმა უამრავი მეგობარი გაიჩინა, მათ შორის, როგორც ჟურნალში “გზა“ 2013 წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნავს, ცნობილი სახეებიც.


“ბევრი ცნობილი ქართველი მეგობარი მყავს. მაგალითად, ვახტანგ რჩეულიშვილი, გუჯა ჯამბურია, ლელა წურწუმია, დათო ილურიძე. ნინო ბურჯანაძესაც ვიცნობ - მოქალაქეობა იმ დროს მივიღე, როცა ის პირველი პირის მოვალეობას ასრულებდა. ვიცნობ ასევე ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ფიგურას - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომლის შესახებაც მთელმა მსოფლიომ იცის. ბიძინა ივანიშვილის გაცნობაც მინდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოვახერხე.“ - აცხადებდა რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ გამოცემასთან.

bpn.ge

თეგები:
არჩევნები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up