საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა და განუცხადა, რომ მის შესახებ ჭორებს ავრცელებენ და „მესიჯბოქსებს“ ქმნიან.
„აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს ავრცელებენ, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ, როცა მე ქუჩაში ვიდექი.
მე გეტყვით, სად იყვნენ ისინი, ვინც დღეს მესიჯ ბოქსებს ავრცელებენ, ან მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებულნი სხვადასხვა თანამდებობაზე, ან „ქართუ ბანკში“. თურმე იციან, მე რას, როდის და რატომ გავაკეთებ. ვინ შეიწყალა მურუსიძე, ჩინჩალაძე, მე შევიწყალე? სად ხართ, როდის გააპროტესტეთ, სად იყავით?!“, - განუცხადა ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს.
კითხვას, აპირებს თუ არა ის სააკაშვილის შეწყალებას, ზურაბიშვილმა არ უპასუხა.
აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თორნიკე მოლაშვილმა და ია მეტრეველის ორგანიზებით გაიმართა. ისინი ითხოვენ, პრეზიდენტმა არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
პრეზიდენტის ბრიფინგი 17:00 საათისთვის დაინიშნა.