„ჯერ კარგად არ გავცნობივარ გეგმას, მაგრამ მივესალმები პროცესს, რომ არის ინიციატივები მაგიდაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მართლაც მისასალმებელია. მინდა საფუძვლიანადა გავეცნო და შევაფასო“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
„ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ წინგადადგმული ნაბიჯია და დიდი იმედი მაქვს ხელს შეუწყობს პირობების დაკმაყოფილებას და დიდი იმედი მაქვს იმ სულისკვეთებითაა, რასაც ითხოვს ევროკავშირი, ევროპარლამენტი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გეგმის არამარტო გამოცხადება არამედ იმპლემენტაცია იქნება მთავარი. ზოგადად, დიახ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არის ახალი წინადადებები საქართველოს მხრიდან და გავეცნობი დღეს მათ დეტალურად. მმართველ პარტიას, ხელისუფლებას ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა ქმედებების უმრავლესობაზე, ახალი წინადადებებია წაკითხვის გარეშეც შემიძლია ვთქვა, რომ ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს. გავეცნობი ყველა პუნქტს და დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებით“, - განაცხადა ფონ კრამონმა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებული 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარმოადგინა.