ევროპარლამენტარი, მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი, ვიოლა ფონ კრამონი საკუთარ Twitter-ზე საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციას ეხმაურება.
„უკრაინაში მაიდანის დროს მახსენებს 2013-2014 წლებს“ – წერს ფონ კრამონი.
რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს, სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. მოქალაქეების პროტესტი ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას მოჰყვა.