ვიოლა ფონ კრამონი - ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, მიუხედავად იმისა, თუ მათი მოქმედი მთავრობა ამის ღირსი არ არის

ვიოლა ფონ კრამონი - ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, მიუხედავად იმისა, თუ მათი მოქმედი მთავრობა ამის ღირსი არ არის

access_time2023-03-15 00:50:02

ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, მიუხედავად იმისა, თუ მათი მოქმედი მთავრობა ამის ღირსი არ არის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა, ევროპარლამენტში, საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა.


ევროპარლამენტარის განცხადებით, საქართველოს მთავრობას ქვეყნის ევროპული გეზის საბოტაჟი სურს, რასაც მისი თქმით, ქართველი ხალხი არ ეთანხმება. როგორც ვიოლა ფონ კრამონი აღნიშნავს, წინ მხოლოდ ერთი გზაა, რომელიც საქართველო ევროპული მომავლისკენ მიდის.



„ყველა ნიღაბი საბოლოოდ მოხსნილია. საქართველოს მთავრობას ქვეყნის ევროპული გეზის საბოტაჟი სურს. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ამას არ ეთანხმება. რუსული ჭაობში დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს. შეზღუდული თავისუფლებების და ავტოკრატიაში დაბრუნების გზა მოჭრილია. წინ მხოლოდ ერთი გზაა, რომელიც საქართველო ევროპული მომავლისკენ მიდის. ქართველი ხალხი მათი მთავრობისგან რადიკალურად განსხვავებულია, ყველა გავიდა ქუჩებში, რათა მათი ხმა გაიგონ თბილისში, ბრიუსელში და განსაკუთრებით, მოსკოვში. ისინი, ვინც თბილისის, ბათუმის ან ქუთაისის ქუჩებში იდგა, საუბრობდა ქართველების 80%-ზე მეტის სახელით. ევროპულ იდენტობას წყლის ჭავლით ვერ გადარეცხავთ. ევროკავშირის დროშით დაწვით,ქართველების გულებიდან ევროპას ვერ ამოწვავთ. ძალადობა უსარგებლოა მათ წინააღმდეგ, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის. საქართველოს კონსტიტუცია არის წმინდათაწმინდა და მისი 71-ე მუხლის მოითხოვს მთავრობისგან, უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატო-ში. მიუხედავად ამისა, მთავრობამ ერთი ოლიგარქის და კრემლის ინტერესები დააყენა საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა. როდესაც ძალაუფლების მქონეები ღალატობენ საკუთარ ხალხს, ეს ხალხი აჩვენებს ძალას. ახლა დროა, მიბაძოთ ქართველებს და იბრძოლოთ ევროპის მომავლისთვის. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, მიუხედავად იმისა თუ მათი მოქმედი მთავრობა ამის ღირსი არაა“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up