ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში იმარჯვებს - TI

ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში იმარჯვებს - TI

access_time2023-03-29 16:00:52

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ჯაფარიძის ცოლის ძმის, ალეკო ხვისტანის კომპანია შპს „ელექტრო მონტაჟ სერვისი” სახელმწიფო შესყიდვებში იმარჯვებს.


ორგანიზაციის შეფასებით, შპს „ელექტრო სერვის მონტაჟის“ ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში კითხვის ნიშნებს აჩენს. ორგანიზაცია ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს, შეისწავლოს შპს „ელექტრო მონტაჟ სერვისის“ მონაწილეობა შესყიდვებში და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.


„საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმის, ალეკო ხვისტანის კომპანია შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისი” სახელმწიფო შესყიდვებს იღებს. ალეკო ხვისტანი მმართველი პარტიის შემწირველი და შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისის” დირექტორია, 50% წილს კი მისი მეუღლე მაია ჭელიძე ფლობს. ხვისტანების ოჯახი კომპანიას 2015 წლიდან ფლობს.


შპს „ელექტრო მონტაჟ სერვისმა“ 2011 წლიდან დღემდე ელექტრონული ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან 34,655,073 ლარის ხელშეკრულებები მიიღო. აქედან 6,549,941 ლარის ღირებულების 6 ტენდერში კომპანიამ მას შემდეგ გაიმარჯვა, რაც ალეკო ხვისტანი კომპანიის წილის მფლობელი გახდა. შემდგომში მან ეს წილი მეუღლეს დაუთმო, თავად კი დირექტორი გახდა.

 

შპს „ელექტრო მონტაჟ სერვისი”, კომპანიაში ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების გამოჩენის შემდეგ, საიდუმლო შესყიდვებშიც მონაწილეობს. მართალია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე არ არის განთავსებული არც საიდუმლო ტენდერის საბოლოო ღირებულება და არც ხელშეკრულება, თუმცა შპს „ელექტრო მონტაჟ სერვისს” მომსახურების ღირებულებად ჯამში 13,077,076 ლარი აქვს შეთავაზებული.

 


შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისი” 2006 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, იგი უმთავრესად სამშენებლო და ელექტრიფიცირების საქმიანობას ეწევა. თავდაპირველად კომპანიის 100% წილის მფლობელი ლევან დადიანი იყო, დირექტორის პოზიციას კი ნუგზარ რობაქიძე იკავებდა.

 

ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმა, ალეკო ხვისტანი შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისს” 2015 წლის დეკემბერში დაუკავშირდა - იგი უსასყიდლოდ გახდა შპს-ს 30% წილის მფლობელი . 2016 წლის მარტში ალეკო ხვისტანმა კომპანიაში წილი 50%-მდე გაზარდა და ასევე დაიკავა დირექტორის პოზიციაც. 2021 წლის დეკემბერში ხვისტანმა საკუთარი 50% წილი მეუღლეს, მაია ჭელიძეს გადასცა. მაია ჭელიძე საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის (1992-1995, 1995-1999 და 1999-2004) წევრის, ივერი ჭელიძის შვილია.


ამჟამად შპს „ელექტრო მონტაჟ სერვისის” 50/50 წილებს მაია ჭელიძე და ბონდო ომიანიძე ინაწილებენ, დირექტორი კი ისევ ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმა, ალეკო ხვისტანია.


საიდუმლო შესყიდვები - კომპანიაში ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების გამოჩენის შემდეგ შპს „ელექტრო მონტაჟ სერვისმა” საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო შესყიდვებში დაიწყო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ჯაფარიძის შვილი ოთარ ჯაფარიძე, ჩვენი ინფორმაციით, 2022 წლის მაისამდე სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო, შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში დასაქმდა, ამჟამად კი კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს.


შპს „ელექტრო მონტაჟ სერვისმა“ 2017 წელს თავდაცვის სამინისტროს ორ საიდუმლო შესყიდვაში (GEO170000070 და GEO170000381) გაიმარჯვა. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე არ ჩანს ამ ორი ტენდერის ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება, თუმცა კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურების ფასი 2,017,789 ლარი იყო.


2017-2019 წლებში შპს „ელექტრო მონტაჟ სერვისმა“ მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 5 საიდუმლო შესყიდვაში (GEO170000600, GEO170000744, GEO180000391, GEO180000491, GEO190000434), ხუთიდან სამ შემთხვევაში კომპანიას კონკურენტი არ ჰყოლია, ორჯერ კი კონკურენტთან შედარებით დაბალი თანხა შესთავაზა. ჯამურად შეთავაზებული ფასების მოცულობამ 11,059,287 ლარი შეადგინა.


აღსანიშნავია, რომ, თავდაცვის სამინისტროს ტენდერებისაგან განსხვავებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ხუთივე ტენდერის სტატუსი შეჩერებულია ეტაპზე: “წინადადებების მიღება დასრულებულია” და აღარ იკითხება შემდგომი პროცედურები. შესაბამისად უცნობია, საბოლოოდ მიიღო თუ არა ხელშეკრულებები კომპანიამ, თუმცა სავარაუდოა, რომ ხუთივე შემთხვევაში სამუშაოები შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისმა” შეასრულა.


პოლიტიკური შემოწირულებები - ალეკო ხვისტანი და შპს “ელექტრო სერვის მონტაჟის” 50% წილის მფლობელი ბონდო ომიანიძე მსხვილი პოლიტიკური შემწირველიც არიან, მათ ჯამში 230,000 ლარის შეწირულება აქვთ გაღებული: ალეკო ხვისტანმა 2014-2020 წლებში, პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ჯამში 110,000 ლარი შესწირა. ბონდო ომიანიძემ 2018 წელს პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 60,000 ლარი, 2020 წელს კი პარტია “ქართულ ოცნებას” 60,000 ლარი შესწირა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up