„ვნუკოვოს“ აეროპორტის განრიგში მოსკოვი-თბილისის პირდაპირი რეისი გამოჩნდა

„ვნუკოვოს“ აეროპორტის განრიგში მოსკოვი-თბილისის პირდაპირი რეისი გამოჩნდა

access_time2023-04-14 18:00:52

მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის განრიგში  მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისი გამოჩნდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.  ინფორმაცია გავრცელდა რამდენიმე ტელეგრამარხზეც.

 

აეროპორტის ვებგვერდი იტყობინებოდა, რომ 2023 წლის 18 აპრილიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით Georgian Airways პირდაპირ ფრენებს განახორციელებდა ყოველდღიურად, მოსკოვის დროით 11:45 საათზე.

 

„ეხო კავკაზა“ დაუკავშირდა „ვნუკოვოს“ საინფორმაციო სამსახურს, სადაც დაადასტურეს, რომ ეს იყო პირდაპირი რეისი და არა ერევნის გავლით.



პირდაპირი ფრენების შესახებ ინფორმაცია Georgian Airways-ის ვებგვერდზე არ არის განთავსებული. ავიაკომპანიის წარმომადგენლები გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

 

თავდაპირველად ინფორმაცია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა გაავრცელა. მისივე თქმით, რეისი თბილისის მიმართულებით განრიგიდან გამოჩენიდან 10 წუთის შემდეგ  გაქრა და ვერც ქალაქი თბილისის შერჩევაა შესაძლებელი მიმართულებების სიიდან.


18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ  საქართველოსთან პირდაპირი ფრენების სწრაფად აღდგენის იმედი აქვს. ინიციატივას მხარი მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი წინააღმდეგ გამოვიდა.

ევროკავშირმა და აშშ-მა გააფრთხილეს საქართველო რუსეთთან ფრენების აღდგენის შემთხვევაში შესაძლო სანქციების შესახებ.

მარტში სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი და საქართველო პირდაპირი ფრენების აღდგენისა და ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან.

რუსეთმა საქართველოსთან ფრენები 2019 წლის 8 ივლისს შეწყვიტა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ინციდენტის შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, რუსულ ავიაკომპანიებს დროებით ეკრძალებათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრომ, თავის მხრივ, მიიღო გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების ფრენების შეჩერების შესახებ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up