ვქმნით საკონსულტაციო საბჭოს, სადაც იქნებიან აკადემიური წრის, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები - რაჟდენ კუპრაშვილი

ვქმნით საკონსულტაციო საბჭოს, სადაც იქნებიან აკადემიური წრის, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები - რაჟდენ კუპრაშვილი

access_time2023-03-31 12:15:50

ანტიკორუფციულ ბიუროში ვქმნით საკონსულტაციო საბჭოს, სადაც იქნებიან როგორც აკადემიური წრის, ისე ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა  ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


„შემდგომი მიმართულება ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება საერთაშორისო მიმართულება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუდმივი კოორდინაცია, ინფორმაციების მიმოცვლა, ამისთვის შევქმენით ცალკე დეპარტამენტი და მუდმივად გვექნება მათთან კომუნიკაცია, ინფორმაციების მიმოცვლა, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ჩვენი ბიუროს სამუშაოებს.  ასევე შევქმენით ანტიკორუფციული ბიუროს სასწავლო ცენტრი, რომელიც არა მხოლოდ ბიუროს თანამშრომლების გადამზადებას მოემსახურება, ის სხვადასხვა უწყებებში საჯარო მოხელეებს გადაამზადებს მნიშვნელოვან მიმართულებებში და ამავდროულად იზრუნებს ცნობიერების ამაღლების მიმართულებით საზოგადოებაში, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან კამპანიებს განვახორციელებთ.


მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაც, აქ ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები, შევხვდებით, გავივლით სხვადასხვა საკითხებს და ვიმედოვნებ, მათთან კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობის საშუალება მოგვეცემა. ასევე აკადემიური წრის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ სპეციალურად ვქმნით ანტიკორუფციულ ბიუროში საკონსულტაციო საბჭოს, სადაც როგორც აკადემიური წრის, ისე ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან კონკრეტული მიმართულებებით და მათ ეს პლატფორმა დაეხმარებათ იმისთვის, რომ ახლოს გავიცნოთ ის მიმართულებები და რეფორმები, რაც დადგენილი იქნება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ,“ - აღნიშნა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა.



რაჟდენ კუპრავილის თქმით, ბიურის ძირითადი მიმართულება დეკლარაციების წარმოდგენა და მისი მონიტორინგია და ამ მიმართულებით, საქართველოს მოდელი ერთ-ერთ კარგ მოდელად არის შეფასებული ყველა კვლევაში. 

 

„არ რჩება თანამდებობის პირის,  ასე ვთქვათ, დეკლარაცია, რომ არ ხდებოდეს მისი მონიტორინგი და შემოწმება. ამ მიმართულებითაც ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება სიახლე. ჩვენ დაახლოებით  5 კადრი დავამატეთ მონიტორინგის მიმართულებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა  ვსწავლობთ იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც გვაქვს დღეს და მივაქცევთ ყურადღებას მომავალში იმ განსაკუთრებული პერსონალური ინფორმაციების დაცვას, რაც არასრუწლოვნებთან არის დაკავშირებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია,“ - განაცხადა რაჟდენ კუპრავილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up