„ვშიშობ, რომ ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების საკითხი ბაიდენის ადმინისტრაციის ტოპ პრიორიტეტებში არ იქნება„ - სტენლი სლოუნი

„ვშიშობ, რომ ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების საკითხი ბაიდენის ადმინისტრაციის ტოპ პრიორიტეტებში არ იქნება„ - სტენლი სლოუნი

access_time2020-12-05 14:00:24

პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალისტი და ატლანტიკური საბჭოს მიწვეული უფროსი სპეციალისტი სტენლი სლოუნი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება შესაძლოა ვერ მოხდეს. მეტიც, სლოუნს მიაჩნია, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან, სტრატეგიული შეცდომა იყო.

 

ვშიშობ, რომ სამწუხაროდ ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების საკითხი ბაიდენის ადმინისტრაციის ტოპ პრიორიტეტებში არ იქნება. მე ვფიქრობ, ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია არ გაიმეორებენ იგივე შეცდომას, რაც ჯორ ბუშ უმცროსმა და მისმა ადმინისტრაციამ ვადის ამოწურვის დროს დაუშვეს. მათ მაშინ ზეწოლა მოახდინეს ნატოს წევრ ქვეყნებზე და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ როგორც საქართველო, ასევე უკრაინა გახდებიან ნატოს წევრი ქვეყნები. ეს უფრო სტრატეგიული შეცდომა იყო და არ ვფიქრობ რომ ამ შეცდომას ახალი ადმინისტრაცია გაიმეორებს. ამავე დროს, ბაიდენი შეეცდება გააღრმავოს პოზიტიური თანამშრომლობა ორივე ქვეყანასთან, უკრაინასთანაც და საქართველოსთანაც. ახალი ადმინისტრაცია შეეცდება მხარი დაუჭიროს ეკონომიკურ რეფორმებს, დემოკრატიული პროცესების განვითარებას ორივე ქვეყანაში. ნატოს კარი ღიაა, თუმცა ეს არ იძლევა საშუალებას მათი უახლოეს პერიოდში ნატოში მიღების,- ამბობს სტენლი სლოუნი.

 

ვშიშობ, რომ ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების საკითხი ბაიდენის ადმინისტრაციის ტოპ პრიორიტეტებში არ იქნება,- სტენლი სლოანი

მეცნიერებების სპეციალისტი ამბობს, რომ ჯო ბაიდენისთვის საგარეო ურთიერთობები პრიორიტეტული საკითხი იქნება. ამის თქმის საფუძველს მას, როგორც თავად განმარტავს, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი კაბინეტის წევრები აძლევს.

 

გუნდი რომელსაც ბაიდენი ახლა აყალიბებს, ძალიან გამოცდილია და ძლიერია საერთაშორისო ურთიერთობებში. ეს მიმართულება როგორც ჩანს, ბაიდენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იქნება,- ამბობს სლოუნი.

 

ის გავლენიანი სპეციალისტია და აქტიურად მუშაობს ამ თემებზე. მას რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი დასავლეთის მომავალზე. 1985 წელს მან წიგნი ნატოს მომავალი დაწერა, შემდეგი მისი ნაშრომი კი 2016 წელს გამოქვეყნდა დასავლეთის თავდაცვა.


 

განცხადებები საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ სტენლი სლოუნმა გერმანიის მარშალის ფონდის ონლაინ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც მთავარი განსახილველი თემა იყო: ახალი თავი ნატოსთვის ბაიდენის პრეზიდენტობის დროს?

 

ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ევროპეუმის ინსტიტუტის ევროპული პოლიტიკის მკვლევარი დანიელ პიატკევიჩი, რომელმაც თქვა, რომ ნატოს ისტორიაში ახლა მნიშვნელოვანი პერიოდია.

 

ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები იწყება. ნატო მსჯელობს, როგორ განვითარდეს. მაგიდასთან ჯო ბაიდენი ძალიან მალე დაჯდება, ეს მნიშვნელოვანი მომენტია ბევრი აზრთა სხვადასხვაობა იქნება ნატოს განვითარებაზე და მის მომავალთან დაკავშირებით. პოზიტიური შედეგების მიღების კუთხით, ეს მომენტი ხელიდან გასაშვები არ არის,- თქვა დანიელა პიატკევიჩმა.

 

​ნატოს, როგორც ინსტიტუტის განვითარებაზე და სამომავლო გეგმებზე, ვრცლად ისაუბრა სტენლი სლოუნმა. მას მიაჩნია, რომ ამერიკის მთავარი საყრდენი ევროპაა.

 

დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებების მაგიდა დატოვა, ბაიდენი ამერიკულ მხარეს მაგიდასთან დააბრუნებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი იქნება დასავლეთში. როცა ამერიკის შეერთებული შტატები მაგიდასთან ბრუნდება, ის დამსახურებულად იღებს ადგილს მაგიდის თავში. ახლა ჩვენ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ისტორიული მომენტის მოწმე ვართ. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური საყრდენია ევროპა. ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ ევროპული სახელმწიფოების ლიდერები ბევრად ოპტიმისტურად არიან განწყობილები და ელოდებიან ურთიერთობების უფრო გაღრმავებას და დაახლოებას,- თქვა სლოუნმა.

 

ონლაინ კონფერენცია, რომელიც გერმანიის მარშალის ფონდმა გამართა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

amerikiskhma.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up