წელს ყველაზე მეტი შემოწირულება „ქართულმა ოცნებამ“ და  „ალტ-ინფომ“ მიიღეს

წელს ყველაზე მეტი შემოწირულება „ქართულმა ოცნებამ“ და „ალტ-ინფომ“ მიიღეს

access_time2022-11-16 18:30:25

2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 1 944 073 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 666 000 ლარი (34%) მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზე „კონსერვატიული მოძრაობაა“ („ალტ-ინფო“) 393 611 ლარით, ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 370 600 ლარით, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.


როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ საანგარიშო პერიოდში 666 000 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან ან მმართველ პარტიასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესჯგუფების მიერ არის განხორციელებული, კერძოდ:  ნატო ხაინდრავამ, ზურაბ გოგუამ და გოჩა ჩიკვილაძემ ერთ და იმავე დღეს ჯამში 100 000 ლარი შეწირა ქართულ ოცნებას, ეს პირები სხვადასხვა სახით დაკავშირებულნი არიან „სს ქართუ ბანკთან“ და „სს ქართუ ჯგუფთან“. ჩამოთვლილ სამ პირს წარსულში მმართველი პარტიის სასარგებლოდ 840 000 ლარამდე აქვთ შეწირული.



ერთ და იმავე დღეს შეწირეს „ქართულ ოცნებას“ ჯამში 100 000 ლარი ნოშრევან ნამორაძემ და მისმა მეუღლემ, ნინო სუთიძემ. ნამორაძე ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენია, ის სამშენებლო ბიზნესს ეწევა. მისი სახელი 2014 წელს ბიზნესმენ დავით კოდუას მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება, ის სასამართლომ გირაოს გადახდის გზით გაათავისუფლა. ნამორაძეს უკავშრდება აგრეთვე თბილისში თაბორის მთაზე არსებული ვრცელი ტერიტორიის პრივატიზებისთვის მომზადება. ნოშრევან ნამორაძეს და ნინო სუთიძეს წარსულში „ქართული ოცნებისთვის“ 170 000 ლარი აქვთ შეწირული.


ნუგზარ დეკანოიძემ და ივანე ფარქოსაძემაც ერთ დღეს გადაწყვიტეს „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში 100 000 ლარის შეწირვა. ნუგზარ დეკანოიძე შპს „Geo Sand“-ში ივანე ფარქოსაძის პარტნიორის, მამუკა დეკანოიძის ბიძაშვილია, ნუგზარ დეკანოიძე აგრეთვე ბიძინა ივანიშვილის ნათესავი და საჩხერის საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ დირექტორია. წარსულში, შპს „Geo Sand”-მა, ივანე ფარქოსაძემ, მამუკა და ნუგზარ დეკანოიძეებმა „ქართულ ოცნებას“ ჯამში 545 000 ლარი შეწირეს.




„მიმდინარე წლის 28 და 29 აპრილს ჯამში 150 000 ლარი შეწირეს „ქართულ ოცნებას“ მუხრან, თეონა და ლაშა ბაგრატიონებმა, რომლებიც ერთმანეთთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებულნი არიან შპს „კონკორდის”, შპს „ედელვაისი-2016”-ის, შპს „ქარავან თბილისის“ მეშვეობით, მათივე სახელს უკავშირდება თბილისში მდებარე სავაჭრო ცენტრები „ქალაქის გული“ და „თერგი“. გასულ წლებში ამ ჯგუფს მმართველი პარტიის სასარგებლოდ 360 000 ლარი აქვთ გაღებული.



ზურაბ ძაგნიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა ერთ და იმავე დღეს ჯამურად 100 000 ლარი შეწირეს „ქართულ ოცნებას“. ისინი ა(ა)იპ „რუსთაველების“ გამგეობის წევრები არიან. ირაკლი შატაკიშვილი 2022 წლის აპრილიდან „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში რუსთავი-გარდაბნის ოლქიდან. გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მიღებული ინფორმაციით ძაგნიძე დაკავშირებულია ბიზნეს ჯგუფთან, რომელსაც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტისგან მრავალწლიანი იჯარა/აღნაგობით მიღებული აქვს ქალაქში არსებული უძრავი ქონებები.  ძაგნიძეს და შატაკიშვილს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, გასულ წლებში 165 000 ლარი აქვთ შეწირული. გარდა ამისა, შატაკიშვილის და ძაგნიძის მიერ შემოწირულების განხორციელების დღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ზუსტად იმავე რაოდენობის თანხა (50 000 ₾) გაიღო კახაბერ მჭედლიშვილმა, რომელიც კომპანია RMG-ის კორპორაციული დირექტორია. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ძაგნიძე, შატაკიშვილი და მჭედლიშვილი ერთ და იმავე დღეს წირავენ თანხას „ქართულ ოცნებას“, ასეთი შემთხვევა 2020 წლის 25 მაისსაც მოხდა, როდესაც სამივემ ჯამში 125 000 ლარი შეწირეს პარტიას.



თამაზ თამაზაშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია, მან „ქართულ ოცნებას“ 10 000 ლარი შეწირა. გასულ წლებში მას 12-ჯერ აქვს მმართველი პარტიის სასარგებლო შემოწირულება გაღებული, ჯამში – 57 185 ლარი“, - აღნიშნულია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up