WhatsApp ბეტას ახალი ფუნქცია - Newsletter აქვს. ჯერჯერობით უცნობია, რა მნიშვნელობა ექნება ამ ფუნქციას, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს იქნება ახალი ამბების წყარო. WABetaInfo-ს კვლევის თანახმად, Newsletter-ს არ ექნება რეკლამები, ისევე როგორც ალგორითმები, რომლებიც ქმნიან პერსონალურ რეკომენდაციებს თითოეული მომხმარებლისთვის. ყველა კონტენტი ნაჩვენები იქნება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით პრიორიტეტების გარეშე, ისევე როგორც WhatsApp-ის ყველა ჩატი.
გავრცელებულია ინფორმაცია, რომ მომხმარებელს შეეძლება დამოუკიდებლად აირჩიოს ვისი არხი გამოიწეროს, ხოლო მისი კონტაქტები გამომწერებს ვერ ნახავენ. WABetaInfo-მ აღნიშნა, რომ ვერსია 2.23.5.3 არის პირველი ბეტა, რომელიც შეიცავს Newsletter-ს რაც იმას ნიშნავს, რომ ფუნქცია ადრეულ განვითარებაშია.
როდის გახდება ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომი მომხმარებლების ფართო სპექტრისთვის, უცნობია.