31 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველადი შედეგები ცნობილია. უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, 5% ბარიერი გადალახა ორმა პარტიამ: „ქართული ოცნებამ“ და საარჩევნო ბლოკმა: „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიამ“.
„დათვლილია 106 პროპორციული და 118 მაჟორიტარული უბანი. ყველაზე მეტი უბანი დათვლილია ქობულეთის 29 ოლქში. ამ მონაცემებით მიღებული ხმებით, პირველ ადგილზე პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები არიან.