სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში დაბა წყნეთში არსებული სამთავრობო რეზიდენცია აუქციონზე მცირე ლოტებად გამოიტანა.
რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ბიზნესისთვის უფრო საინტერესო მისი მცირე ლოტებად შეთავაზება იქნებოდა. სწორედ ამიტომ 40 386 კვ.მ. ტერიტორია 5 ლოტად იყიდება. წინადადების მიღება 14 მარტს დაიწყო და 28 მარტს დასრულდება.
ლოტი 1 - სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე 820 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა 975 000 ლარად იყიდება. სავაჭრო ბიჯის ოდენობა 2 000 ლარით განისაზღვრა. ამ დრომდე აუქციონი 400-მდე ადამიანმა ნახა თუმცა, ჯერ-ჯერობით ობიექტით ინვესტორი არ დაინტერესებულა.
სახელმწიფო ამ აუქციონით 40 386 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან 1.77% იდეალური წილის პრივატიზებას ახდენს.
ლოტი 2 - სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე 819 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა 974 000 ლარად იყიდება. სავაჭრო ბიჯის ოდენობა 2 000 ლარით განისაზღვრა. ამ დრომდე აუქციონი 300 - მდე ადამიანმა ნახა თუმცა, ჯერ-ჯერობით ობიექტით ინვესტორი არ დაინტერესებულა.
სახელმწიფო ამ აუქციონით 40 386 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან 1.76% იდეალური წილის პრივატიზებას ახდენს.
ლოტი 3 - სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე 809 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა 969 000 ლარად იყიდება. სავაჭრო ბიჯის ოდენობა 2 000 ლარით განისაზღვრა. ამ დრომდე აუქციონი 200 - მდე ადამიანმა ნახა თუმცა, ჯერ-ჯერობით ობიექტით ინვესტორი არ დაინტერესებულა.
სახელმწიფო ამ აუქციონით 40 386 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან 1.74 % იდეალური წილის პრივატიზებას ახდენს.
ლოტი 4 - სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე 702 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა 904 000 ლარად იყიდება. სავაჭრო ბიჯის ოდენობა 2 000 ლარით განისაზღვრა. ამ დრომდე აუქციონი 200 - მდე ადამიანმა ნახა თუმცა, ჯერ-ჯერობით ობიექტით ინვესტორი არ დაინტერესებულა.
სახელმწიფო ამ აუქციონით 40 386 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან 1.51% იდეალური წილის პრივატიზებას ახდენს.
ლოტი 5 - სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე 732 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა 924 000 ლარად იყიდება. სავაჭრო ბიჯის ოდენობა 2 000 ლარით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი ლოტი, რომლითაც ინვესტორი დაინტერესდა. მომხმარებელმა ერთი ბიჯი აუქციონზე დღეს, 16 მარტს გააკეთა.
სახელმწიფო ამ აუქციონით 40 386 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან 1.51% იდეალური წილის პრივატიზებას ახდენს.
თითოეული ლოტის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო თანხა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს. წყნეთის „სამთავრობო აგარაკები“ კი საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქონებად განისაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ობიექტს საინვესტიციო ვალდებულების გარეშე ასხვისებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა, გასულ წელს უშედეგოდ დასრულებული აუქციონის შემდეგ აცხადებდა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა მოიძებნოს წყნეთის „სამთავრობო აგარაკების“ გაყიდვის ის ფორმა, რომელიც ბიზნესის მხრიდან მხარდაჭერილი და მათთვის საინტერესო იქნება. თუმცა, როგორც ჩანს თურნავას დაწყებული საქმე ახლად დანიშნულმა ლევან დავითაშვილმა გააგრძელა.
ბოლოს, აუქციონი 2021 წლის 22 იანვარს ჩატარდა. 89 988 კვადრატული მეტრის ფართობის 13 ნაკვეთის საერთო საწყისი ფასი 55 710 287 ლარს შეადგენდა. გამარჯვების შემთხვევაში მყიდველი ვალდებული ხდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში აგარაკის მთლიან ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე სასტუმრო აეშენებინა. ამასთან, მყიდველს შეეძლო არსებული შენობების დემონტაჟი ან რეკონსტრუქცია. ინვესტიცია, რომელიც ახალ მესაკუთრეს პროექტში უნდა განახორციელებინა მინიმუმ 20 მლნ ლარს შეადგენდა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ე.წ. წყნეთის „სამთავრობო აგარაკების“ ხარჯი შემოსავალს აღემატება. ქონების ეროვნული სააგენტოდან 2020 წელს გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2015 წლიდან 2020 წლის ბოლომდე ობიექტის შენახვის ხარჯი დაახლოებით 5 187 019 ლარია, ხოლო შემოსავალი 2 981 767 ლარი.
ე.წ. წყნეთის „სამთავრობო აგარაკების“ შენახვის (მოვლის) ხარჯი, 2015 წლიდან დღემდე, ჯამში შეადგენს 5 187 019 ლარს, საიდანაც:
2015 წელს შეადგინა 825 311 ლარი;
2016 წელს შეადგინა 815 763 ლარი;
2017 წელს შეადგინა 862 038 ლარი;
2018 წელს შეადგინა 907 666 ლარი;
2019 წელს შეადგინა 914 729 ლარი;
2020 წელი (საპროგნოზო) შეადგინა 861 512 ლარი;
ამასთან 2015 წლიდან დღემდე შემოსავალმა ჯამურად შეადგინა 2 981 767 ლარი, საიდანაც:
2015 წელს შეადგინა 364 201 ლარი;
2016 წელს შეადგინა 282 971 ლარი;
2017 წელს შეადგინა 352 607 ლარი;
2018 წელს შეადგინა 562 780 ლარი;
2019 წელს შეადგინა 593 401 ლარი;
2020 წელი (საპროგნოზო) შეადგინა 825 805 ლარი;
ბაჩო ადამია