„ხალხის ძალის“ 4 ლიდერის მივლინებებში ბიუჯეტიდან 49 650 ლარი დაიხარჯა - „ფლანგვის დეტექტორი“

„ხალხის ძალის“ 4 ლიდერის მივლინებებში ბიუჯეტიდან 49 650 ლარი დაიხარჯა - „ფლანგვის დეტექტორი“

access_time2023-02-23 22:00:07

„ფლანგვის დეტექტორმა“ „ხალხის ძალას“ წევრების და მათ მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონის ინიციატორები უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამო ორგანიზაციებს უცხოეთის გავლენის აგენტებთან აიგივებენ, თავად უარს არ ამბობენ უცხოეთში მოგზაურობაზე და წლიდან-წლამდე მსოფლიოს ირგვლივ პარლამენტის წევრის ეგიდით მოგზაურობენ, ნათქვამია კვლევაში.

 

მაგალითად, მხოლოდ 2022 წელს, სოზარ სუბარის საზღვარგარეთულ მივლინებებში ბიუჯეტიდან 12,709 ლარი დაიხარჯა.  თანხის ყველაზე დიდი ნაწილი - 9,969 ლარი ტაილანდში ვიზიტზე დახარჯა. ტაილანდში სოზარ სუბართან ერთად იმყოფებოდა ხალხის ძალის ერთ-ერთი წევრი დიმიტრი ხუნდაძეც, რომლის ვიზიტზეც ასევე 9,969 ლარი დაიხარჯა. 5,635 დაიხარჯა მიხეილ ყაველაშვილის ესპანეთში ვიზიტზე, ხოლო დავით კაჭარავას სამხრეთ აფრიკაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში მოგზაურობა ბიუჯეტს 21,337 ლარი დაუჯდა.

 

კვლევაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტებად ითვალისწინებს ა(ა)იპ-ებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

 

საქართველოს მთავრობა წლებია, ევროკავშირისგან გრანტებს იღებს. მაგალითად, 2020-2022 წლებში საქართველოს მთავრობამ საერთო ჯამში გრანტის სახით 1,289,369,100 ლარი მიიღო.

 

გრანტებით არის დაფინანსებული ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიც არის:

 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაცია-მშენებლობა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე;

 

სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა;

 

თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი;

 


ბათუმის ავტობუსების პროექტი;

 

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა;

 

აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა;

 

სახელმწიფო მდგრადობის პროგრამა;

 

ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის;

 

ეკონომიკის და ბიზნესის განვითარება საქართველოში;

 

უნარების განვითარება და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;

 

საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება;

 

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი;

 

წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი;

 

ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი;

 

იმერეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;

 

აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო

 

 

გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, ის ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლის 20% უცხოეთიდან არის მიღებული, ვალდებულები არიან ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია.

 

აღსანიშნავია, რომ კანონის ინიციატორები, ხალხის ძალის წევრები თავად არიან შემჩნეულნი დეკლარაციების არასწორად შევსებაში. მაგალითად, ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები ოთხჯერ შემოწმდა, 2018, 2019, 2020 და 2022 წლებში. ოთხივე შემთხვევაში დეკლარაცია არასწორად ჰქონდა შევსებული. 2018 წელს არასწორად შეავსო დეკლარაცია ხალხის ძალის კიდევ ორმა წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ და გურამ მაჭარაშვილმა. 2019 წელს კი ხარვეზები დაუფიქსირდა მიხეილ ყაველაშვილს. შესაბამისად, თავად კანონის ინიციატორები უკვე წლებია არღვევენ კანონს და დეკლარაციას არასწორად ავსებენ, - წერს ფლანგვის დეტექტორი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up