„ხალხის ძალის” წევრები ქონებრივ დეკლარაციებს არაკეთილსინდისიერად ავსებენ - ფლანგვის დეტექტორი

„ხალხის ძალის” წევრები ქონებრივ დეკლარაციებს არაკეთილსინდისიერად ავსებენ - ფლანგვის დეტექტორი

access_time2023-02-21 12:30:08

„ფლანგვის დეტექტორმა“ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და დავით კაჭარავა ქონებრივ დეკლარაციებს არაკეთილსინდისიერად ავსებენ.

 

საჯარო სამსახურის ბიურომ დადებითად მხოლოდ სოზარ სუბარის და ირაკლი (დაჩი) ბერაიას დეკლარაციები შეაფასა, რომლებიც 2018 წლიდან არის შევსებული. ვიქტორ ჯაფარიძის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილის, მიხეილ ყაველაშვილისა და დავით კაჭარავას ქონებრივი დეკლარაციები უარყოფითად არის შეფასებული. საჯარო სამსახურის ბიურომ არ მოგვაწოდა ინფორმაცია ზაალ მიქელაძისა და ეკა სეფიაშვილის დეკლარაციებთან დაკავშირებით, რაც იმის ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ ამ თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი არ განხორციელებულა.

 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, კანონის თანახმად, ეს პირები არა ერთხელ უნდა ყოფილიყვნენ დაჯარიმებული საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ. თუმცა, აღნიშნული ბერკეტი არც ისე წარმატებულად მუშაობს ვიქტორ ჯაფარიძის შემთხვევაში, რადგან ის წლიდან წლამდე არღვევს ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის შევსების წესს და არასრულ მონაცემებს ადეკლარირებს.

 

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები ოთხჯერ შემოწმდა და ოთხივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა უძრავი ქონების არასრულ აღრიცხვას. მაგალითად, 2019 წლიდან დეკლარაციაში აღარ არის მოხსენიებული შვილი, ეკატერინე ჯაფარიძე და მისი უძრავი ქონება, ამავე დეკლარაციაში ვეღარ ვხვდებით ჩანაწერს ვიქტორ ჯაფარიძის უძრავ ქონებაზე, რომელიც მან 2002 წელს 26,300 აშშ დოლარად შეიძინა. ბინა თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარეობდა. ასევე, საინტერესოა მესტიაში, სეტის მოედანზე მდებარე მიწის ნაკვეთის შემთხვევაც, რომელიც ვიქტორ ჯაფარიძემ მემკვიდრეობით მიიღო.

 

2020 წლის დეკლარაციაში ჩნდება ახალი ჩანაწერები ჯაფარიძის მეუღლის, ნათია ხვისტანის სახელზე. თუკი 2019 წელს მის სახელზე მხოლოდ ბინა და სხვენი ფიქსირდებოდა, 2020 წლის დეკლარაციაში ჩანაწერი გაჩნდა 1995 წელს შეძენილ ბინაზეც, რომელიც მანამდე არსად ფიქსირდებოდა.

 

2022 წლამდე არსად ფიქსირდებოდა, რომ ვიქტორ ჯაფარიძემ 2010 წელს დაბა მესტიაში მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით მიიღო. ასევე, ჩნდება ჩანაწერი 2018 წელს მემკვიდრეობით მიღებულ ორ მიწის ნაკვეთზე, რომლებიც მესტიაში სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარეობს. თუკი, წინა წლების ქონებრივი დეკლარაციებიდან გამქრალი იყო თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომელიც ჯაფარიძემ 2013 წელს შეიძინა, 2022 წლის დეკლარაციაში აღნიშნული ბინა კვლავ გამოჩნდა. 

 


დიმიტრი ხუნდაძე


 

კიდევ ერთი პარლამენტარი, ვინც არაკეთილსინდისიერად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას მოძრაობა „ხალხის ძალის” წევრი დიმიტრი ხუნდაძეა. ხარვეზები ხუნდაძის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გამოვლინდა. ასევე, ხუნდაძემ არასწორად მიუთითა ინფორმაცია საბანკო ანგარიშის ნაშთისა და სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. 

 

წინა წლისგან განსხვავებით, 2018 წლის დეკლარაციაში ვერ ვხვდებით ჩანაწერს მცხეთაში, აღმაშენებლის N158-ში მდებარე ბინის შესახებ, რომელიც ხუნდაძემ ჩუქების საფუძველზე მიიღო. 2018 წლის დეკლარაციაში ასევე არ არის ინფორმაცია 1985 წელს მემკვიდრეობით მიღებულ საცხოვრებელ სახლზე, რომელიც ასევე მცხეთაში მდებარეობს, ამის მსგავსად არ არის აღრიცხული 1983 წელს მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთიც. 2018 წლის დეკლარაციაში ასევე არ მოიძებნება ჩანაწერი აგარაკის შესახებ, რომლის მშენებლობა ხუნდაძემ 2010 წელს დაბა ურეკში დაიწყო. კიდევ ერთი უძრავი ქონება, რომელიც 2018 წელს დიმიტრი ხუნდაძეს დეკლარაციაში აღარ აღუნიშნავს 2007 წელს დაბა ურეკში შეძენილი მიწის ნაკვეთია. გარდა ამისა, საინტერესოა, რომ 2018 წლის დეკლარაციაში ჩნდება რამდენიმე ჩანაწერი 2014-2015 წლებში შეძენილ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც მანამდე არცერთ დეკლარაციაში არ იყო ნახსენები.

  


გურამ მაჭარაშვილი

 

2018 წლის დეკლარაციის მონიტორინგის დროს გამოვლენილი ხარვეზები გურამ მაჭარაშვილის უძრავ ქონებას, საბანკო ინფორმაციას, ოჯახის წევრების შემოსავალსა და სამეწარმეო საქმიანობას შეეხებოდა.

 


მიხეილ ყაველაშვილი

 

რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილს, საჯარო სამსახურის ბიურომ 2019 წელს, დეპუტატის დეკლარაციის რამდენიმე ხარვეზი იპოვა. პირველი ხელშეკრულების საგნის ღირებულებას და ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ მატერიალურ შედეგს ეხება. ხარვეზი ფიქსირდება თანამდებობის პირის საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებითაც. სავარაუდოდ, ყაველაშვილმა არასწორად მიუთითა ინფორმაცია მის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფინანსების შესახებ. კიდევ ერთი ხარვეზი 2019 წლის დეკლარაციაში ოჯახის წევრის მიერ მიღებულ ანაზღაურებასთან იყო დაკავშირებული.

  


დავით კაჭარავა

 

საჯარო სამსახურის ბიურომ დავით კაჭარავას ქონებრივი დეკლარაცია მხოლოდ ერთხელ, 2022 წელს შეამოწმა. მონიტორინგის შედეგად, ბიურომ მცირე უზუსტობები გამოავლინა, რის გამოც თანამდებობის პირს მიეცა გაფრთხილება. ბიუროს მიერ გამოვლენილი ხარვეზები კაჭარავას სამეწარმეო საქმიანობასთან და მის მიერ დადებულ ხელშეკრულებასთან იყო დაკავშირებული.

 

ფლანგვის დეტექტორი

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up