ხატია დეკანოიძე - ღარიბაშვილი ერთ-ერთი ყველაზე უფრო კომიკური ფიგურაა საქართველოს პრემიერ-მინისტრების ისტორიაში

ხატია დეკანოიძე - ღარიბაშვილი ერთ-ერთი ყველაზე უფრო კომიკური ფიგურაა საქართველოს პრემიერ-მინისტრების ისტორიაში

access_time2021-09-02 14:20:00

რას ამბობს ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო კომიკური ფიგურაა საქართველოს პრემიერ-მინისტრების ისტორიაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის, რომ ჩვენ, როგორც კი 43%-ს ქვემოთ დავტოვებთ „ქართულ ოცნებას“, ის კარგავს ლეგიტიმაციას და ეს უნდა ესმოდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას, რომელიც მან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ გააკეთა.



ხატია დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ს ვერ აიღებს. მისი თქმით, რეგიონებსა და თბილისშიც იგრძნობა ის განწყობა, რომ თვითონ პარტიაში აქვთ არეულობა. ამასთან, ხატია დეკანოიძის თქმით, ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ საბოლოო, უკვე ღია სახე არის რუსული ინტერესებით საქმიანობა. მისივე მოსაზრებით, ღარიბაშვილის, კობახიძის, კალაძის და „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლის სახელით საუბრობს ბიძინა ივანიშვილი.



„შესაბამისად, საქართველოში დამყარებულია კლეპტოკრატიული ოლიგარქიული რეჟიმი, რომელსაც მხარს უჭერს კრემლი, პუტინი და ლავროვი, ამიტომ, ახლა ამ არჩევნებს, ამ დოკუმენტს, შეთანხმებას და ჩვენს ძალიან სერიოზულ ბრძოლას, არჩევნებში ჩართვას აქვს უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა, ასევე, 43%-ს ქვემოთ „ქართული ოცნების“ დატოვებას. ჩვენმა ქვეყანამ საბოლოოდ უნდა ჩამოიცილოს რუსული ხელისუფლება ძალაუფლებიდან. რა თქმა უნდა, ისევ უნდა აღასრულოს საქართველოს მოქალაქეების ნება, რომ ჩვენი ისტორიული ადგილი ევროპაშია. ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ზუსტად იმ მნიშვნელოვან პრინციპს, რომ ჩვენ, მომავალ არჩევნებზე მთელი პროდასავლური ძალები უნდა ვიყოთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რადგან ეს ხელისუფლება წარმოადგენს საფრთხეს ევროპული მომავლისთვის“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.




შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას პოლიტიკურ თაღლითობას უწოდებს.



„პოლიტიკური თაღლითობა მოიფიქრეს და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე გადაწყვიტეს ხელმოწერა - ვის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილი, ბოკერია, მელია, უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ახალია შეიცვლებიან და გახდებიან ჰუმანურები და დემოკრატები? ეს იგივეა ეშმაკმა გვითხრას, რომ აღარ იქნება ეშმაკი და მას უნდა დავუჯეროთ“, - აცხადებს ღარიბაშვილი.



ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up