ხატია დეკანოიძის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილმა აბსურდული, სამარცხვინო და საზარელი განცხადება გააკეთა

ხატია დეკანოიძის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილმა აბსურდული, სამარცხვინო და საზარელი განცხადება გააკეთა

access_time2021-10-29 16:50:02

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის სამართლებრივად აბსურდული და წარმოუდგენლად მძიმე სახელმწიფოებრიობისთვის, - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება და თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი უნდა მოიკლას, ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას”.

მისივე თქმით, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პირი პირდაპირ აკეთებს მინიშნებას, რომ მზად არიან პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენებით შეეზღუდოს სააკაშვილს სიცოცხლის უფლება.

„ეს არის წარმოუდგენლად დიდი სირცხვილი ქვეყნისთვის და პირდაპირი მტკიცებულება სტრასბურგისთვის, რომ ხელისუფლება ცდილობს სააკაშვილს შეუზღუდოს არამხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ სიცოცხლის უფლებაც, რასაც მოწმობს მისი აბსურდული, სამარცხვინო და საზარელი განცხადება”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატსა და ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა. ხატია დეკანოიძის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების შიშს გამოხატავს.


„ეს გამოხატავს ხელისუფლების შიშს, არ მესმის რა სამართლებრივი საფუძველით არ შემოუშვეს ეს ადამიანები, საქართველოს მეგობრები. სახელმწიფოებრიობის კუთხით ეს არის პირდაპირი გამოხატულება, რომ ქვეყანა გარდაიქმნება ლუკაშენკოს რეჟიმის მსგავს რეჟიმად. წარმოუდგენელია უკრაინის მოქალაქეები არ შემოუშვან საზღვარზე, მძიმეა იმის ყურება, რომ საზღვარზე დაბრკოლება ექმნებათ ჩვენს მეგობრებს”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.


Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up