ხათუნა ლაგაზიძე - ცალსახაა, რომ წაგებულია საქართველო, მასთან ერთად ევროკავშირიც, დროებითი მოგებული კი თუ ვინმე დარჩა, რუსეთია

ხათუნა ლაგაზიძე - ცალსახაა, რომ წაგებულია საქართველო, მასთან ერთად ევროკავშირიც, დროებითი მოგებული კი თუ ვინმე დარჩა, რუსეთია

access_time2021-03-19 15:00:00

მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ ქართული ოპოზიცია, ხელისუფლება და ევროკავშირის წარმომადგენელი კი არ იჯდა, მაგიდასთან უხილავი, მაგრამ ყველაზე ძლიერი წევრი იყო რუსეთის სახით, რომელსაც მძევლად ჰყავს აყვანილი საქართველოს ხელისუფლება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკის ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ განუცხადა.



როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, შეთანხმების გარეშე პროცესის დასრულებით დროებით მოგებული რუსეთი, ხოლო წაგებული ევროკავშირი და საქართველო დარჩა.



„ახლა დემოკრატიისთვის კი არა, საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ დარჩენისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, იმიტომ, რომ იმ მოლაპარაკების მაგიდასთან ქართული ოპოზიცია, ხელისუფლება და ევროკავშირი კი არ იჯდა მხოლოდ, იმ მოლაპარაკების მაგიდასთან უხილავი, მაგრამ ყველაზე ძლიერი წევრი იყო რუსეთის სახით. მაგიდასთან მთავარი მხარე რუსეთი იყო, რომელსაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთგვარად მძევლად ჰყავს აყვანილი საქართველოს ხელისუფლება. ახლა ცალსახაა, რომ წაგებული არის საქართველო, მასთან ერთად ევროკავშირიც, დროებითი მოგებული კი თუ ვინმე დარჩა ამ სიტუაციით, მხოლოდ რუსეთი“, - განაცხადა ლაგაზიძემ.



რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესის დეტალებს, როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, ახლა ოპოზიციამ ამომრჩეველს ხელისუფლების ნამდვილი სახე უნდა აჩვენოს და ყველა იმ საკითხზე ისაუბროს, რაზეც „ქართული ოცნება“ დათმობაზე არ წავიდა.



„ინფორმაცია ძალიან მწირია ობიექტრი შეფასება რომ გავაკეთოთ. იმისთვის, რომ ოპოზიციის ნდობა საკუთარივე ამომრჩეველში გამყარდეს, სასიცოცხლოდ აუცილებელია დაიდოს ის ფორმულირებები და საკითხები, რაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ოპოზიციამ უნდა აჩვენოს ამომრჩეველს ხელისუფლების ნამდვილი სახე. აქ არ ვსაუბრობ ვადამდელ არჩევნებზე და პოლიტპატიმრების საკითხზე მხოლოდ. ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლება არ მოდიოდა რეალურ საარჩევნო რეფორმაზე, ხელისუფლება არ დგამდა არცერთ ნაბიჯს ძალაუფლების დანაწილების მიმართულებით, ხელისუფლება არ მოდიოდა მართლმსაჯულების რეფორმაზე. ეს ყველაფერი რა ფორმულირებით იყო, რაზე თქვა უარი ხელისუფლებამ, ეს უნდა ვიცოდეთ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ამომრჩეველი ზოგადად გაერკვეს, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებიც, რომ იქ პრობლემა გაცილებით უფრო ღრმა ყოფილა, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანდა. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება პრინციპულად და ჯიუტად ამბობს უარს ამ ქვეყნის, საკუთარი კონსტიტუციით აღებული ვალებულებების შესრულებაზე, რაც არის სასამართლოს თავისუფლება, უარს ამბობს საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაზე და უარს ამბობს კონსტიტუციით გარანტირებულ ხელისუფლების დანაწლების პრინციპზე. უპირატესი, რაც დღეს ოპოზიციას მართებს, ეს არის სრულიად ახალი ტიპის კომუნიკაცია ამომრჩეველთან. ოპოზიცია უნდა გასცდეს მედიის ჩარჩოებს და უნდა დაუბრუნდეს ცოცხალი კომუნიკაციის ფორმატს ამომრჩეველთან. მათ შორის, საპროტესტო აქციების ფორმატსაც. თუმცა, ადამიანებს რომ პროტესტის გამოხატვის სურვილი გაუჩინო, მათთან მუშაობაა საჭირო. ერთი მხრივ, ოპოზიციის ტაქტიკა და მეორე მხრივ, თავად ოპოზიციის განახლებაა საჭირო. ახალი სახეების წინ წამოწევა და ახალი ძალებით გამოსვლა, რაც ნდობის აღდგენას და გაზრდას მოემსახურება“, - განაცხადა ლაგაზიძემ.




რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, როგორც ლაგაზიძე ამბობს, ფაქტობრივად, ხელისუფლება ევროკავშირისგან ითხოვდა 21-ე საუკუნეში პოლიტიკური მძევლებით ვაჭრობის დაკანონებას და ეს პირველი შემთხვევა არ არის.



„აქ საერთოდ გაუგონარ რამესთან გვაქვს საქმე. ფაქტობრივად, ხელისუფლება ევროკავშირისგან ითხოვდა 21-ე საუკუნეში პოლიტიკური მძევლებით ვაჭრობის დაკანონებას. ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა? დაახლოებით, 2 წელია ვხედავთ როგორ აჰყავს პოლიტიკური მძევლები ხელისუფლებას და მერე მათი გამოშვებით როგორ ვაჭრობს. საქმე ძალიან მძიმედ არის, 21-ე საუკუნეში ხელისუფლება ვაჭრობს პოლიტიკური მძევლებით და ამის ლეგიტიმაციას ითხოვდა ევროკავშირისგან“, - განაცხადა ლაგაზიძემ და დასძინა, რომ ხელისუფლებამ საკუთარი თავი კონსტიტუციის მიღმა დააყენა.



ამასთან, მისივე მოსაზრებით, პროცესი ჯერ არ დასრულებულა და საერთაშორისო აქტორები მოლაპარაკებებში შესაძლოა ისევ ჩაერთონ, მათ შორის, ლაგაზიძე არ გამოირცხავს, რომ ახალი მედიატორიც დაინიშნოს.



„პასუხისმგებლობას საერთაშორისო აქტორებს ვერ მოვთხოვთ, რადგან ეს ჩვენი ქვეყანაა და პასუხისმგებლობაც ჩვენ გვეკისრება. მაგრამ უნდა ყოფილიყვნენ თუ არა ისინი უფრო მეტად ხისტი და მომთხოვნები, ასე გიპასუხებთ - ყველაფერი წინაა! ევროკავშირის ასეთ აქტიურ ჩართულობას ამ პროცესში არავინ ელოდა. ამიტომ ეს შანსი, უპრეცედენტო ინტერესი ეროკავშირის მხრიდან, საქართველომ უნდა გამოიყენოს. ახლა მთავარია ამერიკაში წავიდეს მთავარი მესიჯი, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და რეგიონში დასავლეთის ყოფნას შორის ტოლობის ნიშანია დასმული. ვფიქრობ, პროცესი გრძელდება, რადგან ევროპარლამენტში შეიქმნა მედიაციის ჯგუფი, რომელიც მზადყოფნას აცხადებს პროცესში ჩაერთონ და ისინი უკვე სხვანაირად შეიარაღებულები ჩამოვიდნენ. არ არის გამორიცხული ახალი მედიატორი დაინიშნოს და არც იმას გამოვრიცხავ, უფრო მძიმე მოქმედებები ჩაირთოს ამერიკის მხრიდან. ვფიქრობ, არაფერი დასრულებულა. დასავლური ბერკეტების თვალსაზრისით, გადამწყვეტი იქნება 23 მარტის განხილვა ამერიკის სენატში, მაგრამ ამავდროულად არ უნდა ვიყოთ მხოლოდ გარე რესურსების იმედზე. სიტყვიერმა რესურსმა ძალა ამოწურა, ახლა უკვე „ქართულ ოცნებას“ კარგად უნდა დაანახონ, რა ელოდება მას თუკი ისინი საკუთარი კონსტიტუციით აღებული ვალდებულების შესრულებაზე უარს იტყვიან. ბერკეტების დეფიციტს ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს განიცდიდა. სანქციებამდე უნდა იყოს ახსნა-განმარტებითი მუშაობა „ქართულ ოცნებასთან“, თუ რა ელოდება „ქართულ ოცნებას“ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყვიან კონსტიტუციით აღებულ ვალდებულებებზე. ასეთი, როგორც ჩანს ევროპელებს არ ჰქონიათ. ამადვროულად, ოპოზიციამაც უნდა დაანახოს დასავლეთს, რომ ის კვლაიფიციური, მყარი და საკუთარი მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი პარტნიორია“, - განაცხადა ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.




IPN.GE









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up