ხათუნა ლაგაზიძე - საარჩევნო ცვლილებები შეუძლია მიიღოს „ქართული ოცნების“ 90-მა დეპუტატმა, არცერთი ელისაშვილი, არცერთი ენუქიძე, არცერთი ღობეგლეჯიაშვილი დამატებით „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება

ხათუნა ლაგაზიძე - საარჩევნო ცვლილებები შეუძლია მიიღოს „ქართული ოცნების“ 90-მა დეპუტატმა, არცერთი ელისაშვილი, არცერთი ენუქიძე, არცერთი ღობეგლეჯიაშვილი დამატებით „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება

access_time2020-12-24 00:30:00

თუ ადამიანი პოლიტიკაში მოდის ამბიციის გარეშე, თავისი კვალი დატოვოს საქართველოს უახლოეს ან ხანგრძლივ ისტორიაში, ის პოლიტიკისა და ხალხისთვის არის საშიში. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც პოლიტიკაში მოდის საკუთარი ბიზნეს ინტერესებისთვის,- ასე შეაფასა პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის მეოთხე ნომრის ავთანდილ ენუქიძის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება.


როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, ასეთი ტიპის ადამიანების დიდი ნაწილი, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს საკუთარ ბიზნეს ინტერესებს ანაცვალებენ. როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში მოვიდა იმისთვის, რომ საკუთარი ხალხის ხარჯზე ფული ეშოვა, ქუჩაში იდგება თუ პარლამენტში, პოლიტიკოსად ვერ შედგება.


„ეს ადამიანი ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა არა იმიტომ, რომ საკუთარი კვალის დატოვება უნდოდა ამ ქვეყნის ისტორიაში, ან უახლოეს პერიოდში რაიმე ცვლილებების განხორცილება, არამედ საკუთარი კვალის დატოვება უნდოდა საკუთარ ბიზნესში. ეს რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამისი ძალიან მწარე მაგალითები საქართველომ ნახა, როდესაც ბიზნესმენები მოდიან საკუთარი ხალხის გაყიდვის ხარჯზე პოლიტიკაში და არა ხალხისთვის. ესეც არის ასეთი კლასიკური შემთხვევა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.



როგორც ლაგაზიძემ განმარტა, პოლიტიკოსებს, რომლებსაც პარლამენტში შესვლა სურთ, სხვა არგუმენტი არ აქვთ გარდა იმისა, რომ „სადაც ვერ ჭრის ფული იქ ჭრის დიდი ფული“. მისი თქმით, პოლიტიკოსების მიერ იმ განცხადებებით, შენიღბვა, რომ პარლამენტში, ისტორიული საარჩევნო კოდექსის მისაღებად შედიან, უბრალოდ სიყალბეა, რადგან ამ ცვლილების განხორცილებას „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ორგანოში მყოფი 90 დეპუტატის მხარდაჭერაც ჰყოფნის.


„საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც ამ მოლაპარაკებებზე ნამდვილად განიხილებოდა, შესაძლებელია მოახდინოს „ქართული ოცნების“ 90-მა დეპუტატმა, არცერთი ელისაშვილი, არცერთი ენუქიძე, არცერთი ღობეგლეჯიაშვილი დამატებით „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება საარჩევნო კოდექსში ისტორიული ცვლილებების შესატანად. ამიტომაც ეს არგუმენტი არის სრული სიყალბე. მეორე ასეთივე მნიშვნელოვანი არგუმენტი არის ის, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტის არჩევნების ცვლილებაზე ანუ იმაზე, რომ დაიკლოს ბარიერმა, ამასაც არც ელისაშვილი, არც ენუქიძე და არც ღობეგლეჯიაშვილი არ უშველის იმიტომ, რომ აქ მეორე უკიდურესობასთან გავქვს საქმე, ამ შემთხვევაში საჭიროა კონსტიტუციური უმრავლესობა, რომელიც არ გროვდება თუნდაც 10 ელისაშვილი შევიდეს პარლამენტში. ამიტომ ვერაფრით გაიმართლებს ის თავს - ერთი არგუმენტიც ყალბია, მეორე არგუმენტიც ყალბია“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.


IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up