ხათუნა ლაგაზიძე - თუ საქართველო იმ ქვეყნის როლს ითამაშებს, რომელიც რუსეთს ბლოკადიდან თავდასხმაში მიეხმარება, გამორიცხული არ არის, რომ ჩვენც სანქცირებული ქვეყნების რიგს შევუერთდეთ

ხათუნა ლაგაზიძე - თუ საქართველო იმ ქვეყნის როლს ითამაშებს, რომელიც რუსეთს ბლოკადიდან თავდასხმაში მიეხმარება, გამორიცხული არ არის, რომ ჩვენც სანქცირებული ქვეყნების რიგს შევუერთდეთ

access_time2022-03-10 17:00:00

იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ე.წ. შავი ხვრელის, ანუ იმ ქვეყნის როლს ითამაშებს, რომელიც რუსეთს ბლოკადიდან თავდასხმაში მიეხმარება, გამორიცხული არ არის, რომ საქართველოც სანქცირებული ქვეყნების რიგს შეუერთდეს, - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ ასე მოხდება, “სრული კარასტროფა იქნება“ როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

რაც შეეხება იმას, რომ ამ დრომდე საქართველოში უსაფრთხოების საბჭო არ შეკრებილა, ლაგაზიძე ამბობს, რომ თუ ქვეყანა რეალური მუქარის წინაშე დგას და ხელისუფლება ამითაა შებოჭილი, ღიად თქმა და საზოგადოებაში პანიკის დათესვა საჭირო არაა, თუმცა “ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ერთიანი საზოგადოებრივი სხეული არ ჩამოყალიბდეს”.

“ქართული ოცნება” პოლიტიკაში მოსვლის დღიდან უსაფრთხოების საბჭოს როგორც სტრატეგიულად დაგეგმვით ორგანოს, არ სცნობდა. საუბარი იმაზე, რომ უსაფრთხოების საბჭოს შეკრება არის საჩვენებლი და რეალურად პოლიტიკის შემუშავება ამ საბჭოს მიღმა ხდება, აბსოლუტურად არასერიოზულია. მაშინ ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერ ქვეყნებს რატომ აქვთ ეს საბჭოები?! ან თუ ამ საბჭოს შეკრება არ გვჭირდება და ის არის ფორმალური, უბრალოდ შოუს მხარე, რატომ მიდის ბიუჯეტის ხარჯები მის შესანახად?! ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულება აქვთ. უსაფრთხოების საბჭო ნებისმიერ ქვეყანაში არის უსაფრთხოების არქიტექტურის თავი.

ხელისუფლების დამოკიდებულება უსაფრთხოების საბჭოს მიმართ ასახავს ქვეყნის დამოკიდებულებას ზოგადად უსაფრთხოების მიმართ. თუ რეალური მუქარის წინაშე დგას ქვეყანა (ესეც არ გამოვრიცხოთ) და ხელისუფლება ამითაა შეშინებული და შებოჭილი, არ არის აუცილებელი ეს ღიად ითქვას და საზოგადოებაში ამის გამო პანიკა ატყდეს, მაგრამ დღეს ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია არა პოლიტიკური სპექტრის გაერთიანებაზე, არამედ ყველაფერს აკეთებს, რათა ერთიანი საზოგადოებრივი სხეული არ ჩამოყალიბდეს და პოლიტიკურმა სპექტრმა ისევ ერთმანეთი დაჭამოს. ეს არის უპასუხისმგებლობა და ქვეყნის მტრობა”,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.



IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up