ხელისუფლება უხეშად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას - DRI პარლამენტს, შსს და სსს-ს მიმართავს

ხელისუფლება უხეშად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას - DRI პარლამენტს, შსს და სსს-ს მიმართავს

access_time2023-03-03 15:50:24

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 2 მარტს, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვისას, პარლამენტთან და პარლამენტის შენობაში განვითარებული მოვლენებით ხელისუფლება უხეშად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. DRI მიმართავს პარლამენტს, რომ უარი თქვას უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის განხილვაზე; შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ დარჩეს კანონის ფარგლებში და დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება; სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კი 2023 წლის 2 მარტს საქართველოს პარლამენტთან განვითარებული მოვლენების შესწავლისკენ მოუწოდებს.

 

„2 მარტს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებული კანონის პროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" განხილვას აპროტესტებდნენ.


სამართალდამცავებმა უხეშად დაარღვიეს და არაპროპორციულად შეზღუდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის უფლება - აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეკრებილებმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლეს და მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობა დააანონსეს.



DRI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, რომ უარი თქვას უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის განხილვაზე;


შინაგან საქმეთა სამინისტროს - დარჩეს კანონის ფარგლებში და დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. უარი თქვას ჟურნალისტური საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის მიზანმიმართულად ხელის შეშლაზე.


სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - დაუყოვნებლივ შეისწავლოს და მოახდინოს სათანადო რეაგირება 2023 წლის 2 მარტს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტებზე და შეამოწმოს სამართალდამცავთა ქცევის სამართლებრივი საფუძველი და კანონიერება“, ნათქვამია განცხადებაში.


თეგები:
DRI



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up