ხელისუფლებას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პოლიტიკური ნება არ აქვს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

ხელისუფლებას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პოლიტიკური ნება არ აქვს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

access_time2021-10-03 12:16:22

"წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებას კვლავ არ გააჩნია არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარების პოლიტიკური ნება და საარჩევნო რეფორმისას დასახული ამბიციური მიზნების მიღწევისგან ქვეყანა ჯერ კიდევ შორსაა," - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მათმა დამკვირვებლებმა 160-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა აღმოაჩინეს, რის გამოც დაიწერა 30 საჩივარი.

„ამასთან, მარნეულში ორი უბნის შედეგების გაუქმება მოვითხოვეთ. ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, მათ შორის კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე კვლავ შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს. ასევე, დაფიქსირდა ერთი და იმავე პირის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემის, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, ჟურნალისტებზე შეურაცხყოფის, უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნისა და სხვა შემთხვევები.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 11 საათზე მეტი ხნის შემდეგ წარადგინა, რაც მისივე პრაქტიკის გაუარესებაა. მარნეულის საარჩევნო ოლქის ორ და ნინოწმინდის ოლქის ერთ უბანზე ჩვენმა დამკვირვებლებმა ერთი და იმავე პირის მიერ ხმის რამდენიმეჯერ მიცემის რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირეს, რაც აღბეჭდეს ვიდეო/ფოტო კადრებზე. ამასთან, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, ალი ბადიროვის განცხადებით, მისი პარტიის ერთ-ერთი აგიტატორი „ქართული ოცნების" აგიტატორმა მუცლის არეში ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა. დღის განმავლობაში რამდენიმე ჟურნალისტს საარჩევნო უბნების გარეთ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ბოლო ორი არჩევნების დროს პრობლემური ტენდენციის ხასიათი მიიღო.

ზუგდიდის, საბურთალოს, ნაძალადევისა და ფოთის საარჩევნო ოლქების უბნებზე კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცესი გაიწელა. კომისიამ მხოლოდ ოქმის ასლი შეავსო, საოლქო საარჩევნო კომისიას გაუგზავნა და ორიგინალის შევსებისგან თავს იკავებდა. მსგავსი შემთხვევების შესახებ საუბრობდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული, შემაჯამებელი ოქმების შევსებამდე ისინი საოლქო კომისიებისთვის ეჩვენებინათ. მსგავს პრაქტიკას არ ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსი და საუბნო კომისიების კომპეტენციაში არაგონივრულ ჩარევად შეიძლება მივიჩნიოთ. ასევე, როგორც კენჭისყრის, ისე არჩევნების შედეგების შეჯამების ეტაპზე ჩვენი დამკვირვებლის საქმიანობის შეფერხების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზეწოლის ათამდე შემთხვევა დაფიქსირდა. ორგანიზაცია „კავშირი მწვანე დედამიწის” რამდენიმე დამკვირვებელი არღვევდა კენჭისყრის ფარულობას და ჩვენს დამკვირვებელს საქმიანობაში ხელს უშლიდა. ცესკოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ამ ორგანიზაციას ჯამში 3,213 დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრირებული. „საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის“ დამკვირვებელმა ტოფიგ აკბეროვმა მარნეულის მე-13 უბანში რამდენჯერმე მისცა ხმა. ორგანიზაციას 894 დამკვირვებელი ჰყავს. “საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის” წარმომადგენელი არღვევდა კენჭისყრის ფარულობას და სავარაუდოდ ზემოქმედებდა ამომრჩევლის ნებაზე. ამ ორგანიზაციას 483 დამკვირვებელი ჰყავს. ორგანიზაცია „საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველომ” დამკვირვებლად დაარეგისტრირა ”ქართული ოცნება-მრეწველების” ახალციხის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც კანონის დარღვევით იმყოფებოდა უბანზე - საკრებულოს წევრს ეკრძალება დამკვირვებლად ყოფნა. ამ ორგანიზაციას სულ 2,338 დამკვირვებელი ჰყავს დარეგისტრირებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


ამასთან, მათივე ცნობით, ხუთ უბანზე კენჭისყრის ფარულობის განმეორებით დარღვევებს ჰქონდა ადგილი, როდესაც კონკრეტული პირები საარჩევნო კაბინაში მიყვებოდნენ ამომრჩევლებს ან ქონდათ ამის მცდელობა.

„დუშეთის ერთი უბნის გარეთ ჩვენმა დამკვირვებელმა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი დააფიქსირა. გარდა ამისა, მედიით გავრცელდა რამდენიმე სავარაუდოდ მსგავსი შემთხვევის შემცველი ფაქტი. თბილისის ოლქებში ახალი დიზაინის კენჭისყრის კაბინები იქნა გამოყენებული, რომელთა წინა ნაწილი ამოჭრილი იყო. ამ კაბინების გამოცდის მიზანი - აღეკვეთა ამომრჩევლის მიერ ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღების და მისი უბნიდან გატანის შემთხვევები, ლეგიტიმური იყო, თუმცა, განსაკუთრებით მცირე უბნებზე მსგავსი კაბინები დისკომფორტს უქმნიდა ამომრჩეველს კენჭისყრის ფარულობის დარღვევის რისკების გამო. მსგავსი კაბინების გამოყენება კიდევ უფრო პრობლემური შეიძლება იყოს რეგიონებში, სადაც ამომრჩეველი მეტად დაუცველია ზეწოლისგან. ჩვენი რეკომენდაციებია: სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ყველა ფაქტი; საუბნო საარჩევნო კომისიებმა კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმები რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეადგინონ, რათა არ გაჩნდეს ეჭვი, ამ პროცესში არაგონივრული ჩარევის თაობაზე;

კენჭისყრის ფარულობის დარღვევის მაღალი რისკის გამო ახალი დიზაინის კაბინების გამოყენება გადახედვას საჭიროებს, თუმცა, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მსჯელობა ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხის შესამცირებლად;

საჭიროა, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციისა და სამუშაო ეთიკის შემდგომი ამაღლება, განსაკუთრებით საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზე“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს 300-მდე დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up