ხელისუფლებას ბოლო შანსი აქვს, აღმოფხვრას ნაპრალი მოსახლეობასთან და აჩვენოს, რომ არ არის არადეკლარირებული რუსული ძალა - საქართველოს პრეზიდენტი

ხელისუფლებას ბოლო შანსი აქვს, აღმოფხვრას ნაპრალი მოსახლეობასთან და აჩვენოს, რომ არ არის არადეკლარირებული რუსული ძალა - საქართველოს პრეზიდენტი

access_time2023-03-09 00:26:53

ხელისუფლებას ბოლო შანსი აქვს, აღმოფხვრას ნაპრალი მოსახლეობასთან და აჩვენოს, რომ ის არ არის არადეკლარირებული რუსული ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სიენენის“ ეთერში აისა სოარესთან გადაცემაში განაცხადა.


როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, იმ დროს, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მოლოდინშია და არავითარი საჭიროება არ ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის, ამ კანონმდებლობის წარდგენა, რუსული პოლიტიკის ინტერესების გატარებად გამოიყურება.


მისივე თქმით, „როდესაც ხალხის ნების თავისუფლად გამოხატვის ჩახშობა, რომელიც მშვიდობიანად აპროტესტებს და მოდის ერთი მოთხოვნით, გაიწვიონ ეს კანონი და რომელზეც ვენეციის კომისია უახლოეს დღეებში სავარაუდოდ იტყვის, რომ მას არ გააჩნია საკუთარი პოზიცია, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, ეს მათი ბოლო შანსია აღმოფხვრას ნაპრალი, რომელიც სულ უფრო ღრმავდება. ბოლო შანსი აქვთ აჩვენონ, რომ ისინი არ არიან არადეკლარირებული რუსული ძალა“.



წამყვანის კითხვაზე, რატომ სურს ქვეყანას, რომელსაც ევროპული მისწრაფება აქვს, მიიღოს კანონი რომელიც ანტიდემორკატიულად შეფასდა და რატომ სურს ამ გზით წასვლა, ზურაბიშვილმა აღნიშნა: „ძალიან ნათელია, რომ ქვეყანასა და მოსახლეობას არ სურს ეს გზა. ყოველ ჯერზე, საქართველოს უახლოეს ისტორიასა თუ წარსულში, არჩევანი არსებობდა და საქართველოს მოსახლეობის პასუხი იყო, მათ შორის ძალიან ბევრჯერ ქუჩიდან, რომ ჩვენ გვსურს ევროპა, რომ ევროპაა ჩვენი მომავალი და ღირებულება, ეს ხდება ისევ. წარმოდგენილი კანონმდებლობა, რომელზეც ვთქვი, რომ ვეტოს დავადებ, ყველა იმ პრინციპის საწინააღმდეგოა, რომელსაც იცავს ევროკავშირი. ეს ხდება იმ დროს, როდესაც ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველომ რამდენიმე თვის წინ ვერ მიიღო, როდესაც ის მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას. საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ვიმყოფებით მათი მომავლისთვის, იციან, რომ მათი შვილების მომავალი განისაზღვრება იმით, თუ რას მოვიმოქმედებთ უახლოეს მომავალში და ისინი მკაფიოდ ამბობენ, რომ სურთ ევროპა“.


წყარო: https://1tv.ge/




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up