Google Research-ის დეველოპერებმა შექმნეს ნეირონული ქსელი Osmo, რომელსაც შეუძლია აღწეროს 5000-ზე მეტი მოლეკულური ნაერთის სუნი. ამის შესახებ Wired-ი იტყობინება.
ნეირონულ ქსელს შეუძლია აღწეროს, თუ როგორი სუნი აქვს ამა თუ იმ ნივთიერებას, თუ მის მოლეკულურ სტრუქტურას მიუთითებთ.
Osmo-ს მთავარი ამოცანა ახალი არომატების ძიებასა და შექმნაში დახმარებაა, მათი ფიზიკური შერევების გარეშე.
Osmo-ს გეგმებშია ასევე სპეციალური სენსორის შექმნა, რომელიც სუნს ციფრულ სიგნალად გადააქცევს, თუმცა ამ ამოცანის შესრულებას რამდენიმე წლიანი კვლევები დასჭირდეს.
Osmo-თი სარგებლობა შეეძლებათ პარფიუმერულ ლაბორატორიებს, თუმცა ტექნოლოგია ხელმისაწვდომი არ იქნება. დეველოპერები გეგმავენ ნეირონული ქსელი ახალი სუნამოების შესაქმნელად გამოიყენონ.