მეცნიერთა გუნდი არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და კანადიდან ისტორიაში პირველად მთვარეზე ხელოვნური ინტელექტის გამოცდას აპირებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი მომავალი კოსმოსური მისიებისთვის მოსამზადებლად.
კანადელმა ექსპერტებმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების ინჟინრების მიერ შექმნილი მთვარეზე მავალი Rashid-ისთვის პროგრამა შექმნეს. პროგრამული უზრუნველყოფა ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული.
სისტემის პირველი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი ფოტო და ვიდეო გადაიღოს და გაგზავნოს მკვლევარებთან. მეცნიერები რელიეფის კლასიფიკაციას ტიპების მიხედვით მოახდენენ და ამ მონაცემების საფუძველზე, Rashid-ისთვის მარშრუტებს დაგეგმავენ.
მკვლევარები მოელიან, რომ ხელოვნური ინტელექტი მთვარეზე მავალს დაეხმარება კრატერების, ქანების და მინერალების ამოცნობაში. მეცნიერებს ასევე იმედოვნებენ, რომ სისტემის საფუძველზე საბოლოოდ გაირკვევა არის თუ არა წყალი დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, Rashid-ის მისია გაგრძელდება ერთი მთვარის დღე (დედამიწის 29 დღე).