ხელოვნური ინტელექტის ChatGPT-ი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კომპიუტერი და ინტერნეტი - ბილ გეიტსი

ხელოვნური ინტელექტის ChatGPT-ი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კომპიუტერი და ინტერნეტი - ბილ გეიტსი

access_time2023-02-07 16:20:13

2020 წელს ბილ გეიტსმა Microsoft-ის დირექტორთა საბჭო დატოვა, მაგრამ დროის დაახლოებით 10%-ს მაინც Microsoft-ის ვაშინგტონის შტაბ-ბინაში ატარებს და თანამშრომლებთან მართავს შეხვედრებს. ამ შეხვედრების მთავარი განსახილველი თემებია: ხელოვნური ინტელექტი, როგორ შეუძლია AI-ს სამუშაო პროცესის შეცვლა და როგორ იყენებენ Microsoft-ს საამისოდ.

 

ბილ გეიტსი Fortune-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტი 2023 წელს ყველაზე ხშირად განსახილველი თემა იქნება. ის ამბობს, რომ AI ChatGPT-ი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კომპიუტერი და როგორც ინტერნეტი.

 

2023 წლის იანვრის ბოლოს კორპორაცია Microsoft-მა, ChatGPT ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატბოტის შემქმნელ OpenAI-თან მრავალწლიანი ხელშეკრულების დადების შესახებ გამოაცხადა. ეს გრძელვადიანი პარტნიორობის მესამე ეტაპია, რომლის დროსაც Microsoft-ი OpenAI-ს, ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებისთვის, მრავალ მილიარდ დოლარიანი მხარდაჭერით უზრუნველყოფს.

 


ინვესტიციების პირველი ორი რაუნდი 2019 და 2021 წლებში განხორციელდა. მიმდინარე ეტაპი მიზნად ისახავს თანამშრომლობას სუპერკომპიუტერისა და ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებებზე. Microsoft-ი არ ამხელს ინვესტიციების სავარაუდო ოდენობას, მაგრამ Bloomberg-ის ცნობით თანხა დაახლოებით 10 მლრდ დოლარია.

 

„OpenAI-სთან პარტნიორობა ერთობლივი სურვილის საფუძველზე დავამყარეთ. გვინდა ხელი შევუწყოთ მოწინავე AI ინსტრუმენტების განვითარებას და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის დემოკრატიზაციას. ჩვენი პარტნიორობის შემდეგ ეტაპზე დეველოპერებს და ორგანიზაციებს სხვადასხვა ინდუსტრიაში ექნებათ წვდომა Azure-ის საუკეთესო AI ინფრასტრუქტურაზე, მოდელებსა და ხელსაწყოებზე, იმისათვის რომ ხალი აპლიკაციები შექმნან “, - განაცხადა Microsoft-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ.

 

როგორც ამბობენ, Microsoft-ი გაზრდის ინვესტიციებს სპეციალიზებული სუპერკომპიუტერული სისტემების შემუშავებასა და დანერგვაში, რათა დააჩქაროს ხელოვნური ინტელექტის კვლევა OpenAI პროექტების მეშვეობით. საერთო ჯამში, გარიგება ხელს შეუწყობს Azure ღრუბლის განვითარებას და, ასევე, კომპლექსური AI მოდელების გასაშვებად, OpenAI-ს დამატებითი სუპერკომპიუტერებით უზრუნველყოფს.


თეგები:
ChatGPT



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up