Xiaomi-მა ავტონომიური აკვარიუმი შექმნა, რომელიც თავად ასუფთავებს წყალს და კვებავს თევზებს.
გაჯეტის სახელია Mijia Smart Fish Tank. ის სინქრონიზებულია Mi Home-ის აპლიკაციასთან და საშუალებას გაძლევთ დისტანციურად, სასურველ დროს აჭამოთ თევზებს და დაასუფთაოთ წყალი.
აკვარიუმს აქვს თვითგამწმენდი ტუმბო ბლოკირების საწინააღმდეგო ფუნქციით და ხუთსაფეხურიანი ფილტრაციის სისტემა, რაც იმის საშუალებას იძევა, რომ წყალი ყოველ ექვს დღეში ერთხელ შეცვალოთ. მას ასევე აქვს LED და RGB განათება, რაც ასევე აპლიკაციის საშუალებით რეგულირდება.
აკვარიუმის ფასი 349 იუანია (დაახლოებით 138 ლარი).