ოპოზიციის ინფორმაციით, ბიუროს სხდომა, რომელზეც უნდა განესაზღვრათ, როდის გავიდოდა პლენარულ სხდომაზე ე.წ აგენტების რუსული კანონი , ვერ ჩატარდა და ხვალ 10:00 საათისთვის გადაიდო.
ოპოზიციის ინფორმაციით, ასევე ჩაიშალა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაც. თუმცა ამას არ ადასტურებს კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის დარბაზის ნაცვლად, პირველი რესპუბლიკის დარბაზში, მას შემდეგ ჩატარდება, რაც იქ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დასრულდება. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, სავარაუდოდ, მსგავსი გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ კონსტიტუციის დარბაზში არ ჰქონდათ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მიკროფონის გამორთვის შესაძლებლობა, რაც პირველი რესპუბლიკის დარბაზში არსებობს.