ექსპერტებმა ყალბი AirPods-ის საფრთხე დასაახელეს, რომელიც Apple-ს პროდუქტია. კვლევა ფრანგულ გამოცემა 60 million consumers-ზე გამოქვეყნდა.
ყალბი აქსესუარის მთავარ საფრთხედ მისი საკმაოდ მაღალი ხმა დასახელდა. ჟურნალისტების თქმით, ჩინურ მაღაზიაში შეკვეთილ უსადენო ყურასმენს ხმა 110 დეციბელის დონეზეა, რაც დაშვებულ ზღვარს 10 დეციბელით აღემატება. როგორც გამოცემა წერს, დროთა განმავლობაში ამან შესაძლოა ადამიანს სმენასთან დაკავშირებული პრობლემა შეუქმნას.
ექსპერიმენტის ფარგლებში 60 million consumers-მა 7 ყურსასმენი შეუკვეთა, აქედან გამყიდველმა მათ მხოლოდ 4 მიაწოდა, 4-დან ერთი კი არ მუშაობდა. ამასთან, ჟურნალისტების თქმით, ყალბი AirPods-ი ძალიან ჰგავს ორიგინალს.
მათივე თქმით, ბაზარზე ყალბი ყურსასმენების ფასი 65 ევროდან იწყება. ამასთან, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, ორიგინალი AirPods-ი 279 ევრო ღირს.
imedinews