ვაკის პარკთან მდებარე რესტორან სენატის ყოფილ შენობაში, მალე Aspria-ს ფიტნეს დარბაზი გაიხსნება -ამის შესახებ „კომერსანტს“ ექსკლუზიურად Asprias-ს მარკეტინგის სამსახურში განუცხადეს. როგორც ფიტნეს ქსელის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ანა ჩანგიანი გვამცნობს, 2020 წლიდან კომპანია ასპრია ჰოლდინგ მეტის მფლობელობაში გადავიდა და ამჟამად კომპანია რებრენდინგს განიცდის, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქში სულ სამი ახალი ფიტნეს ცენტრი გაიხსნება.
„ამ ეტაპზე კომპანია რებრენდინგს განიცდის და ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს. ჩვენი ფიტნეს ცენტრი 2013 წელს შემოვიდა საქართველოში და ერთერთი პირველი იყო ქსელური ფიტნეს დარბაზების სფეროში. 2020 წლის პანდემიის გამო, ასპრიამ 5-დან 2 ფიტნეს დარბაზის განახლება გადაწყვიტა, სადაც შევიტანეთ სპეციალრი დანადგარები, განახლებული სავენტილაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი ბაქტერიისა თუ ვირუსის გაწოვას და ჰაერის გაწმენდას დახურულ სივრცეში.
რაც შეეხება ახალ ფილიალებს, ნოემბრის ბოლოს გაიხნება გლდანისა და საბურთალოს ფილიალი, ხოლო 2021 წლის იანვრიდან სავარაუდოდ მას დაემატება ვაკის ფილიალიც, რომელიც ყოფილი რესტორან „სენატის“ შენობას დაიკავებს. ამჟამად აქ სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. ვაკის ფილიალი მოცულობით დიდია, აქ იქნება ბავშვებისთვის განკუთნილი ზონაც.
ვგეგმავთ რეგიონებშიც„ასპრიას“ ქსელის გაფართოებას, ამჟამად ერთერთ დიდ ქალაქთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები,“ - ამბობს ანა ჩანგიანი.
ფიტნეს ცენტრების გამოწვევებს კონკურენციასთან ერთად გლობალური პანდემია და ლოქდაუნიც დაემატა, თუმცა ასპრიაში აღნიშნავენ, რომ მათი უპირატესობა ამ გამოწვევებთან ბრძოლაში მომხმარებლის სასურველ შედეგსა და მათზე მორგებულ საფასო პოლიტიკაზეა მორგებული.
სპეციალურად ჩვენთვის დაიწერა სავარჯიშო პროგრამა „ასპრია“ - მომხმარებელს თუ არ აქვს ინსტრუქტორის აყვანის საშუალება , შეუძლია აპლიკაციის მეშვეობით შეადგინოს მასზე მორგებული ვარჯიშებისა და კვების რაციონის პროგრამა.
ბაზარზე ასპრია დღემდე გამორჩეულია, მიუხედავად იმისა, რომ მაღალკვალიფიციური კადრები და მომსახურება ნარჩუნდება, ფასები უცვლელი და ხელმისაწვდომია.
კომპანია ახლა დიდი გამოწვევების წინაშეა, თუმცა ჩვენი ერთგული მომხმარებლების წყალობით ვცდილობთ არ შევიმჩნიოთ. კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სფეროში და ჩვენთანაც. ეს არის ინდუსტრია, სადაც მხოლოდ გარემო პირობებით ვერ იხიბლება მომხმარებელი და მთავარია შედეგი. ჩვენ ვრჩებით ინოვატორ კომპანიად , რომლისთვისაც პრიორიტეტი არის შედეგი,“ - აღნიშნავენ „ასპრიას“ მარკეტინგის სამსახურში.
მარიამ მორგოშია