ყოფილი ევროკომისარი: საქართველომ კანონის უზენაესობის გზას გადაუხვი

ყოფილი ევროკომისარი: საქართველომ კანონის უზენაესობის გზას გადაუხვი

access_time2020-09-05 12:43:31

ყოფილი ევროკომისარი და იტალიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრატინი საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაუერესების შესახებ წერს. ყოფილი ევროკომისარი ვებგვერდ The Parliament Magazine-ში გამოქვეყნებულ სტატიაში 

აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ევროკავშირი ბელარუსის საკითხის განხილვით არის დაკავებული, მნიშვნელოვანია, რომ EU- მხედველობის არედან არ გამორჩეს საქართველო

სადაც კანონის უზენაესობის მიმართულებით არსებული ვითარება შესაძლოა გაუარესდეს


იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მიერ გაცხადებული პრიორიტეტი ევროკავშირთან ურთიერთობათა დაახლოებაა, მის მიერ გადადგმული ნაბიჯები განსხვავებულ რეალობაზე მეტყველებს და ნათლად ასახავს, რომ ქვეყანა თანდათანობით შორდება იმ პრინციპებს, რომელთაც ევროკავშირი ეფუძნება,”- ამბობს ფრატინი


ფრანკო ფრატინის შეფასებით, საქართველოში კანონის უზენაესობის მიმართულებით უკუსვლა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც აფერხებს, რის მაგალითადაც ყოფილ ევროკომისარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების შეფერხება მოჰყვავს


საქართველოში საერთაშორისო ინვესტორების მიმართ ვითარება გაუარესებულია


ამის პირველი თვალსაჩინო მაგალითი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტია, რომელსაც საქართველოში ახალი დასავლური ინვესტიციები უნდა მოეზიდა და ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის ჰაბად უნდა ექცია


თუმცა, ანაკლიის პროექტში ჩართული ინვესტორებისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოების მიერ პროექტის დასაფინანსებლად გამოყოფილი სესხის გარანტირებაზე საქართველოს მთავრობამ უარი თქვა, რასაც პროექტის გაჩერება მოჰყვა,” - წერს ფრანკო ფრატინი.


იტალიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში სტრატეგიული პროექტის განვითარების შეფერხების უახლეს მაგალითად ახალი ციფრული დერეფანის პროექტს ასახელებს. საქართველოს გავლით, ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის შექმნას აზერბაიჯანული საინვესტიციო ჰოლდინგი NEQSOL- გეგმავს, რომელმაც საქართველოში მოქმედი ოპერატორისკავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილი შეისყიდა.



ევროპასა და აზიას შორის ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შექმნა 1.8 მილიარდი მომხმარებლისთვის გააუმჯობესებს ინტერნეტთან წვდომას,”- აღნიშნავს ფრატინი.


ყოფილი ევროკომისარი წერს, რომ საქართველოს მთავრობა ამ გარიგების შეჩერებას ცდილობს. მისი შეფასებით სწორედ ამ მიზნით იყო მოტივირებული პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონი, რომელიც კომუნიკაციების კომისიის უფლებებს აფართოვებს და მას კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის შესაძლებლობას აძლევს.


საქართველოს მთავრობა NEQSOL-ის მიერკავკასუს ონლაინისწილის შესყიდვის გარიგების შებრუნებას ცდილობს. ამ მიზნის მისაღწევად კი პარლამენტმა დაჩქარებული წესით, გვიან ღამით გამართულ სხდომებზე განიხილა და მიიღო ცვლილებები კომუნიკაციების კანონმდებლობაში.


ამ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, კომუნიკაციების მარეგულირებელს მიეცა უპრეცედენტო უფლებები, მათ შორისაა კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება, რომელსაც ერთპიროვნულად შეუძლია კომპანიის აქტივებთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილებები,”- წერს ფრატინი.


ყოფილი ევროკომისარი აღნიშნავს, რომ მსგავსი ნაბიჯები ბრიუსელისგან უფრო მეტ ყურადღებას უნდა იმსახურებდნენ.


როგორც ყოფილი ევროკომისარი სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ვფიქრობ, რომ ბრიუსელი არ უნდა იყოს უმოქმედოდ, როდესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყანა სამართლის უზენაესობას მის ინსტრუმენტად იყენებს


სამართლებრივი უსაფრთხოება ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი ქვაკუთხედია და ის ჩვენი სოციალური და ბიზნეს საქმიანობების დაცვას უზრუნველყოფს. თუმცა, საქართველოში საერთაშორისო ინვესტორებს ამ უფლებას ართმევენ.


უფრო მეტიც, მსგავსი ქმედებები ქმნიან სახიფათო პრეცედენტს, როდესაც მთავრობა სრულ კონტროლს ამყარებს სტრატეგიულ სექტორებზე. მედიათავისუფლება და პლურალიზმი ასეთივე მნიშვნელოვანი ქვაკუთხედებია თანამედროვე დემოკრატიისთვის.


საქართველოში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში არის დაგეგმილი. ვინ იქნება გარანტორი, რომ მთავრობა არჩევნებამდე სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე არ დაამყარებს კონტროლს?


უცხოური ინვესტიციებისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს საქართველოს და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე მძიმე გავლენა შეიძლება ჰქონდეს. ამასთან, ეს ნაბიჯები საქართველოს მიერ გაცხადებულ დასავლურ მისწრაფებებთან მიმართებით მოდის წინააღმდეგობაში.


დროა, რომ ევროკავშირმა ამ ქმედებებს შესაბამისი შეფასება მისცეს,”- წერს ფრანკო ფრატინი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up