„ყოველი დღე, როდესაც ჩვენ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, არის უსამართლობა საქართველოს მიმართ“ - შალვა პაპუაშვილი

„ყოველი დღე, როდესაც ჩვენ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, არის უსამართლობა საქართველოს მიმართ“ - შალვა პაპუაშვილი

access_time2023-02-08 17:00:31

საქართველო, მისი სისტემა, სახელმწიფო მოწყობა, მისი ბიუროკრატია იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და ყოველი დღე, როდესაც ჩვენ არ გვაქვს ეს კანდიდატის სტატუსი, არის უსამართლობა საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

 პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ 2022 წლის 22 ივნისს საქართველო კანდდატის სტატუსს იმსახურებდა და ეს თავად ევროკომისიამაც დაადასტურა. 

„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო 2022 წლის 24 ივნისს იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და ეს დაადასტურა თავად ევროკომისიამ კითხვარის საბოლოო შეფასებით. დასრულდა შეფასება, სულ ახლახან მივიღეთ შედეგი და ჩვენ ვნახეთ, რომ ვართ ლიდერი ფუნდამენტურ საკითხებში, მათ შორის მართლმსაჯულების და სხვა მიმართულებით. ჩვენ ვართ წინ არა მხოლოდ მოლდოვასთან, არამედ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით, რომელიც დეკემბერში გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ  ოპოზიციამ  უნდა აღიაროს, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებს. მისივე თქმით, პოლიტიკურ ერთიანობას ფუნდამენტური საკითხის ირგვლივ, ევროკავშირის მხრიდანაც სათანადო პასუხი გაეცემა ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებით.


 

„შარშან ამ დარბაზში ოპოზიციის მიმართ რამდენჯერმე დაისვა შეკითხვა, როგორ ფიქრობთ, საქართველო დღეს, ამ მდგომარეობით, ამ ხელისუფლებით იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს და ჩვენ ვხედავდით, როგორ გაურბოდა ამაზე პასუხს ოპოზიცია, რომ ეთქვა გადაჭრით – მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა ხელისუფლების მიმართ, კი, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ამ პასუხს ვერ ვიღებდით. და ეს ალბათ გულწრფელი პასუხიც იყო. ალბათ ასე ჰგონია ზოგს, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

 

ამიტომ, თუკი რამე აკლია ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, აკლია ერთი რამ, რომ ყველა პოლიტიკური ჯგუფი ისევე იყოს დარწმუნებული, რომ საქართველოს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, როგორც დარწმუნებულია ყველა მოქალაქე, და თუკი ამას ყველა დარწმუნებით იტყვის, გარწმუნებთ, რომ ჩვენს ერთიანობას და ჩვენს რწმენას სათანადო პასუხი გაეცემა ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up