აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტის პრესსპიკერს ნედ პრაისს ბრიფინგზე კითხვა დაუსვეს, სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც კითხვის ავტორსი თქმით „ამ ყველაფრის უკან დგას და რომლის პარტიამაც წამოაყენა ეს კანონპროექტი“. კითხვის პასუხად ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ-ის განკარგულებაშია რიგი ხელსაწყოები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს მათ პასუხისგებაში მისცენ ნებისმიერი პირი, ნებისმიერ ადგილზე, ვინც პასუხისმგებელია საყოველთაო ადამიანის უფლებათა შეზღუდვაზე, თუმცა კონკრეტულ პირებზე არ უსაუბრია.
„როგორც იცით, არ ვსაუბრობ კონკრეტულ ხალხზე ან პირებზე, ვისაც შესაძლოა აშშ-ს ან სხვა სანქციები დაუწესდეს, მაგრამ ჩვენ განკარგულებაშია რიგი ხელსაწყოები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს პასუხისგებაში მივცეთ ნებისმიერი პირი, ნებისმიერ ადგილზე, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ვინც პასუხისმგებელია საყოველთაო ადამიანის უფლებათა შეზღუდვაზე. არსებობს იურისდიქცია, რომელიც გაწერილია სხვადასხვა კანონებსა და აღმასრულებელ განკარგულებებში, რომლებსაც ამ კონტექსტში, ისევე როგორც ნებისმიერ კონტექსტში, ყურადღებით დავაკვირდებით, რომ პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც შესაძლოა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს და პირველ რიგში იმას, რასაც ქართველი ხალხი ელის და იმსახურებს საკუთარი საყოველთაო უფლებებით,“ - განაცხადა ნედ პრაისმა.