ყველა უკრაინას და შავ ზღვას აკვირდება, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს - ბენ ჰოჯესი

ყველა უკრაინას და შავ ზღვას აკვირდება, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს - ბენ ჰოჯესი

access_time2022-02-13 13:00:37

პენტაგონი, ბიზნესები, მედია, ყველა უკრაინას და შავ ზღვას აკვირდება, ამიტომაც, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ საკუთარი თავისკენაც მიიზიდოს ყურადღება და ყველას უთხრას, რომ შემომხედეთ,- ამის შესახებ ამერიკის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა ევროპაში, გენერალ-ლეიტენანტმა (თადარიგის) ბენ ჰოჯესმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ჰოჯესმა განაცხადა, რომ ის ისურვებდა საქართველოში შეიქმნას ინფრასტრუქტურა ამერიკის საროტაციო ნაწილებისთვის იმისთვის, რომ ქვეყანა ამერიკის საზღვაო და საჰაერო ძალებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი იყოს.

"ვფიქრობ, საქართველომ ეს უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა. კონგრესის თითოეულ წევრს ახლა შეუძლია შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყნის ჩამოთვლა სწორედ იმის გამო, რომ რეგიონს ამდენ ყურადღებას უთმობენ. პენტაგონი, ბიზნესები, მედია, ყველა უკრაინას და შავ ზღვას აკვირდება. ამიტომაც, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ საკუთარი თავისკენაც მიიზიდოს ყურადღება და ყველას უთხრას, რომ შემომხედეთ, მე შემიძლია დახმარება გაგიწიოთ ამ სტრატეგიულ რეგიონში, იქნება ეს დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება, ეკონომიკური ფაქტორები, კარიბჭის როლის შესრულება აზიასა და ევროპას შორის, თუ სხვა. ეს არაჩვეულებრივი დროა იმისთვის, რომ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად არაგეგმური წვრთნები ჩატარდეს. მე ასევე ვისურვებდი, რომ შეიქმნას რაღაც ინფრასტრუქტურა ამერიკის საროტაციო ნაწილებისთვის, გაკეთდეს რაღაც იმისთვის, რომ ქვეყანა ამერიკის საზღვაო ძალებისთვის, საჰაერო ძალებისთვის იყოს უფრო მეტად მიმზიდველი. შეიძლება აშენდეს სასაწყობო ნაგებობები ამუნიციისთვის. არ არის აუცილებელი ეს დიდი ინფრასტრუქტურა იყოს, მაგრამ იყოს რაღაც ისეთი, რაც იტყვის, რომ ეს ჩვენთვისაც და ჩვენი მეგობარი საქართველოსთვისაც სასარგებლოა.

ამასთან, საქართველომ უნდა დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვა, არის თუ არა ის მზად ბიზნესების მისაღებად. თუ გერმანული, ფრანგული, იტალიური, ჰოლანდიური ბიზნესები საქართველოში დიდ ფულს ჩადებენ, ამ ქვეყნების პარლამენტები საქართველოს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ და მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე იზრუნებენ. ამის შემდეგ კი ისინი დაიწყებენ კითხვების დასმას იმაზე, თუ რატომ არიან რუსი ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" ამ დრომდე. ისინი საქართველოს უსაფრთხოებით უფრო მეტად დაინტერესდებიან, თუ საქართველოში მათი ინვესტიციები იქნება. ახლა არის დრო, როცა საქართველომ ამ ყველაფერზე ფიქრი სერიოზულად უნდა დაიწყოს", - განაცხადა ჰოჯესმა.


გარდა ამისა, მან შეაფასა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია და აღნიშნა, რომ ეს აზრს მოკლებული რეზოლუციაა.

"ვფიქრობ, ეს ცარიელი ქაღალდია. სამწუხაროდ, ეს აზრს მოკლებული რეზოლუციაა. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა - ესენიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები არიან. მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხმამაღლა ისაუბრონ იმაზე, თუ ვინ არის აგრესორი და რა არის საფრთხე. საქართველოს უნდა სჯეროდეს რაღაცის. ვფიქრობ საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამას იმსახურებს. კარგად მესმის, რომ საქართველო რუსეთის მეზობელია. მესმის. ესტონეთს რუსეთისგან მდინარე ყოფს. ნორვეგიას რუსეთთან საზღვარი და საზიარო სანაოსნო წყლები აქვს... სხვა ქვეყნებიც არიან რუსეთის მეზობლები, მაგრამ მათ მოახერხეს გამოსავლის გამონახვა. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც ძლიერი ჯარისკაცები ჰყავს და მთიანი ლანდშაფტი აქვს. ქვეყანას უნდა სჯეროდეს რაღაცის. როცა მთავრობა რეზოლუციას გზავნის და უკრაინას მხარს უჭერს, მაგრამ არ ამბობს რის წინააღმდეგ უჭერს მხარს, არ ვიცი რამდენად ღირებულია ეს", - განაცხადა ჰოჯესმა.


წყარო: "ინტერპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up