ყველაზე მდიდარი ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მითვისების ფაქტი და საიდუმლო ბიზნესები რუსეთში - USAID საქართველოში კორუფციის გამომწვევ მიზეზებზე

ყველაზე მდიდარი ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მითვისების ფაქტი და საიდუმლო ბიზნესები რუსეთში - USAID საქართველოში კორუფციის გამომწვევ მიზეზებზე

access_time2022-09-08 12:00:08

საქართველოს ყველაზე მდიდარი ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მითვისების ფაქტი, კორუმპირებული ჩინოვნიკების დაუსჯელობა, საიდუმლო ბიზნესები რუსეთში და საქართველოს ეკონომიკის მზარდი დამოკიდებულება რუსეთზე, - ეს მიზეზებია დასახელებული საქართველოში არსებული კლეპტოკრატიასა და კორუფციის გამომწვევ მოვლენებად, USAID- ის კორუფციასთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის ავტორობით გამოქვეყნებულ დეკლეპტიფიკაციის სახელმძღვანელო დოკუმენტში, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევებზე დაყრდნობით გაკეთდა.


დეკლეპტიფიკაციის სახელმძღვანელო დოკუმენტში წერია, რომ 2004-2012 წლებში, საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის საჯარო სექტორის, პოლიციისა და სხვა ინსტიტუტების მიმართულებით, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ქვეყანაში კორუფციის და კლეპტოკრატიის დონე. საქართველო ასევე დასახელებულია იმ 14 ქვეყანას შორის, რომელმაც USAID-ის დახმარებით, 2004-2012 წლებში განხორციელებული რეფორმებით მაგალითი მისცეს სხვა ქვეყნებს და შეძლებს შესაძლებლობების ფანჯრის გამოყენება, თუმცა შემდეგ ვითარება შეიცვალა.



„კრემლის ყველაზე გავრცელებული მეთოდი სხვა ქვეყნების რეფორმების ფანჯრების დახურვის არის ფარული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. რუსეთის ფედერაციის მიერ სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის 100-ზე მეტი ფაქტია გასული ათწლეულის განმავლობაში. მაგალითად, უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუცია და საქართველოს ვარდების რევოლუცია დასრულდა, როდესაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქები აფინანსებდნენ პრორუს კანდიდატებს, რომლებიც გახდნენ პრეზიდენტები და ხელახლა შეცვალეს ორი ქვეყანა“,  აღნიშნულია დოკუმენტში.


დეკლეპტიფიკაციის სახელმძღვანელოში ძირითადად საუბარია უკრაინის და ასევე მოლდოვას მაგალითებზე, სადაც ოლიგარქების კრიმინალურ სამყაროსთან კავშირზე და მათ მიერ მედიის, ტრანსპორტის სექტორის და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების მონოპოლისტურ ფლობაზეა ხაზი გასმული. ასევე აღნიშნულია, რომ ოლიგარქები ძირითად შემთხვევაში თავს აფარებენ ოფშორებს.


თეგები:
USAID ოლიგარქი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up