ზაალ უდუმაშვილი - ღარიბაშვილის განცხადება პირდაპირი მინიშნებაა, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა

ზაალ უდუმაშვილი - ღარიბაშვილის განცხადება პირდაპირი მინიშნებაა, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა

access_time2021-10-29 15:10:13

ახერხებს "ქართული ოცნება", მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, რომ კიდევ უფრო გააკვირვოს ქართული საზოგადოება - ღარიბაშვილის განცხადება პირდაპირი მინიშნებაა, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს და ეს კანონში წერია.

მისი თქმით, სააკაშვილი რაიმე პროვილეგიას არ ითხოვს და მას არ აქვს იმ სამედიცინო სერვისებზე წვდომა, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პატიმრისთვის.

“ზოგადად ძალიან რთულია ირაკლი ღარიბაშვილის განცხდებებზე რაიმე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, ალბათ, ეს უფრო სხვა მეცნიერების სფეროდან არის, მაგრამ ის, რასაც ჩვემ ვისმენთ, განსაკუთრებით ამ ბოლო დღეებში აგონიაში ჩავარდნილი ხელისუფლებისგან, რაც მოვისმინეთ, რომ თურმე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს თვითმკვლელობის უფლება ჰქონია და ეს კანონში წერია, არ ვიცი, უკვე სულ მგონია, რომ ამის იქით აღარ შეიძლება რაიმე ითქვას, მაგრამ ახერხებს "ქართული ოცნება" და მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, რომ კიდევ უფრო გააკვირვოს ქართული საზოგადოება. ბუნებრივია, ეს არის პირდაპირ მინიშნება, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა, მეტს არაფერს ადასტურებს ეს სიტყვები. ამიტომ, ყველას ამოცანაა, როგორც ოპოზიციის, ასევე საზოგადოების, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის, ასევე ფიზიკური უსაფრთხოება იქნას დაცული. პირდაპირი პასუხისმგებლობა რაც სააკაშვილთან მიმართებაში ხდება, ეკისრება ხელისუფლებას,"- განაცხადა უდუმაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი უნდა მოიკლას, შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up