ზაზა დიასამიძე - მთელ ჩემს გამოცდილებას, ცოდნას და ენერგიას მოვახმარ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო განვითარდეს და ეკონომიკურად გაძლიერდეს

ზაზა დიასამიძე - მთელ ჩემს გამოცდილებას, ცოდნას და ენერგიას მოვახმარ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო განვითარდეს და ეკონომიკურად გაძლიერდეს

access_time2021-08-17 18:50:00

„ემსახურო ასეთ მშრომელ, გულღია და პატრიოტ ხალხს, უნიკალური ლანდშაფტების, უნიკალური ბუნების მქონე მუნიციპალიტეტს, ჩემთვის, როგორც ხელვაჩაურელისთვის, დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა - განაცხადა ,,ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ზაზა დიასამიძემ წარდგენაზე. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მთელ გამოცდილებას და ცოდნას მუნიციპალიტეტის განვითარებას და ეკონომიკურად გაძლიერებას მოახმარს.




,,მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს, რომ მომეცა ეს შესაძლებლობა. გარწმუნებთ, ჩემს პოლიტიკურ გუნდს და ხელვაჩაურის მოსახლობას იმედებს არ გავუცრუებ. მთელს ჩემს გამოცდილებას, ცოდნასა და ენერგიას მოვახმარ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო განვითარდეს, გალამაზდეს, გაჯანსაღდეს და ეკონომიურად გაძლიერდეს. ეკონომიკის სტიმულირებისთვის რეგიონში ბევრი რამ გაკეთდა. სახელმწიფო დიდ ინვესტიციას დებს, რომ სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში, დასაქმებულ ადამიანებს მცირე, საშუალო თუ მსხვილ მეწარმეებს, სახელმწიფოს თანადგომის იმედი ჰქონდეთ. მიღწეული შედეგების და განხორციელებული პროექტების მიუხედავად, ჩვენ იქამდე ვერ დავკმაყოფილდებით, ვიდრე სოციალურად შეჭირვებული ოჯახები იარსებებს. თითოეულ სოფელში უნდა აღმოიფხვრას ინფრასტრუქტურული პრობლემები და საჯარო სიკეთე ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამ პრობლემებს ერთი ადამიანი ვერ მოაგვარეს, მას გვერდით უნდა ჰყავდეს ძლიერი გუნდი, ისეთ როგორიც „ქართული ოცნებაა“. სწორედ, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, თქვენი ჩართულობით და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ხელვაჩაურის ხელისუფლების მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა პრობლემას მოვაგვარებთ“ - განაცხადა ზაზა დიასამიძემ.



მეობის კანდიდატმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ გუნდი წარადგინა. ესენი არიან: რამაზ თავდგირიძე, არჩილ მხეიძე, ელიზბარ ზოიძე, შოთა ფუტკარაძე, გოჩა ლორთქიფანიძე, ნინო ფაღავა, მინდია დიასამიძე, მალხაზ სალვარიძე, თენგიზ ირემაძე, დავით სამნიძე, გურანდა დოლიძე, ია ცისკარაძე, ედნარ ფუტკარაძე, ხათუნა დიასამიძე, ვახტანგ ლორთქიფანიძე, ანზორ დევაძე , მელანო მამულაძე, სულხან დუმბაძე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up