ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს მიმართულებით მამაკაცების გატარებასთან დაკავშირებით რუსული მხარის მიერ კონტროლი გამკაცრდა

ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს მიმართულებით მამაკაცების გატარებასთან დაკავშირებით რუსული მხარის მიერ კონტროლი გამკაცრდა

access_time2022-09-26 15:05:44

ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან რუსი სამხედროები ჯავშანტრანსპორტიორით გამოჩნდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს „ჯემნიუსი“ ტელეგრამ არხის საშუალებით ავრცელებს.


როგორც სააგენტო წერს, „საქართველოს საზღვართან, რუსეთის მხარეს, ოკუპანტები ბლოკ-პოსტს გამართავენ და ყველას, ვისაც საქართველოში გადასვლის სურვილი აქვს, საბუთებს შეუმოწმებენ.


p.s. რუსეთი აღარ უშვებს ქვეყნიდან სამობილიზაციო ასაკის მოქალაქეებს“.


„ჯემნიუსი რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ჯავშანტრანსპორტიორი ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში იმ შემთხვევისთვის გაიგზავნა, თუ რიგში მდგომი ხალხი გადაწყვეტს საზღვრის გარღვევას.


„ეს არის, უხეშად რომ ვთქვათ, რეზერვი იმ შემთხვევისთვის, თუ იქ მდგომი ხალხი საგუშაგოს გარღვევას გადაწყვეტს









აღსანიშნავია, რომ დღეს მედია ინტენსიურად ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მობილიზაციას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს ამიერიდან საზღვრის გადასაკვეთად დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა მოუწევდათ. როგორც „რუსთავი 2“ იტყობინება, ამ თემაზე განმარტებები მედიასთან როსტოვის ოლქის სამხედრო კომისარმა გააკეთა. ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება კონკრეტული კატეგორიის საკუთარ მოქალაქეებს მალე ქვეყნიდან გასვლას აუკრძალავს, მედიაში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. დამოუკიდებელი მედიასაშუალებები საზღვრის ჩაკეტვის სავარაუდო თარიღებსაც - 26, ან 30 სექტემბერს ასახელებენ.


რუსული ინტერნეტგამოცემები წერენ, რომ ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის საკითხს მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტი, მთავრობის და დუმის წარმომადგენლები განიხილავენ.


რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ გამგზავრების მიზნით, აუცილებელია აიღოთ დადგენილი ფორმის მოწმობა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისიდან. ჩვენ არ ვკრძალავთ სუბიექტის ტერიტორიაზე გადაადგილებას, მაგრამ რუსეთის ფედერაციის გარეთ გამგზავრებისთვის საჭიროა აიღოთ ცნობა, - განაცხადა როსტოვის ოლქის სამხედრო კომისარმა იგორ ეგოროვიმ.




თეგები:
ზემო ლარსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up