ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობით სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ დააკომპლექტებს

ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობით სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ დააკომპლექტებს

access_time2021-10-03 16:41:31

ზუგდიდის 45-წევრიან საკრებულოს უმრავლესობით სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ დააკომპლექტებს.

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში 14 მანდატი პროპორციული წესით აიღო, ხოლო 15 მაჟორიტარული ოლქიდან საკრებულოში 9 მაჟორიტარი შეიყვანა. ჯამში, წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 23 მანდატი აქვს მიღებული.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ შედეგებს, პარტიამ ზუგდიდში 13 მანდატი პროპორციული წესით აიღო და 5 მაჟორიტარული ოლქი მოიგო. შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მანდატები ზუგდიდში 18-ს შეადგენს.

ამასთან, 3 დეპუტატით ზუგდიდის საკრებულოში გახარიას პარტია შედის.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში ერთ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები მიიღებენ.

იგივე მდგომარეობაა ბათუმშიც. ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში მანდატების უმრავლესობა შესაძლოა, ოპოზიციამ მოიპოვოს. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის საკრებულოში 16 მანდატი მოიპოვა, რომელთაგან 12 პროპორციული წესით მიიღო, ოთხ დეპუტატს კი, მაჟორიტარული ოლქებიდან შეიყვანს. წინასწარი მონაცემებით, 15 მანდატი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელთა კანდიდატებმაც სამ მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა. 12 „ნაციონალი“ დეპუტატი საკრებულოში პროპორციული სიით შევა. ბათუმის საკრებულოში სამი წევრი გიორგი გახარიას პარტიას ეყოლება და ერთი დეპუტატით პარტია „ლელო“ იქნება წარმოდგენილი.


„ქართული ოცნება“ ქუთაისის საკრებულოში ოპოზიციასთან შედარებით, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი წევრის უპირატესობით იქნება წარმოდგენილი. ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, ქუთაისის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 18 მანდატი ექნება, მათგან 13 წევრს პარტიული სიიდან შეიყვანს, ხოლო 5 დეპუტატი მაჟორიტარული ოლქებიდან არის არჩეული. რაც შეეხება დანარჩენ 17 მანდატს, ის სავარაუდოდ, შემდეგნაირად განაწილდება: „ნაციონალური მოძრაობა“ – 14 მანდატი (12 პარტიული სიით, 2 მაჟორიტარი),“გიორგი გახარია - საქართველოსთვის - 2 მანდატი, გიორგი ვაშაძის პარტია - 1 მანდატი.

ქალაქ რუსთავის საკრებულოში „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, შესაძლოა, თანაბარი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, რუსთავში ყველაზე მეტი - 16 მანდატი ნაციონალურმა მოძრაობამ (13 - პროპორციული და 3 - მაჟორიტარული წესით) მიიღო. „ქართულ ოცნებას“ მიღებული აქვს 15 მანდატი (12 - პროპორციული და 3 - მაჟორიტარული წესით). იმავდროულად, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატს რუსთავის #6 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ექნება მოსაგები, სადაც კონკურენტი გიორგი გახარიას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია. წინასწარი მონაცემებით, რუსთავის საკრებულოში სამი მანდატი პროპორციული წესით გახარიას პარტიას აქვს მიღებული.





წყარო: ინტერპრესნიუსი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up